ფეხბურთი

19:15 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილს მენისკი გაუწყდა

ზურაბ ხიზანიშვილი თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის აუტსაიდერ “ქაისერისფორს” მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება.

თურქული ინტერნეტპორტალის sporx.com-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მენისკი დაუზიანდა. ის “ბეშიქთაშთან” მატჩისთვის ემზადებოდა, როდესაც ფეხმა შეაწუხა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მარჯვენა მუხლის მენისკი გაწყვეტია.

მიმდინარე სეზონში, 32 წლის ხიზანიშვილმა 18 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090959