ფეხბურთი

15:02 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხმაური მოსკოვის “სპარტაკის” ახალი სტადიონის გარშემო

მოგეხსენებათ, ჩვენი ჯანო ანანიძის მოსკოვის “სპარტაკი” საკუთარ სტადიონს აშენებს. ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სპარტაკმა”, შესაძლოა, თავისი სახელი ფინანსურ კორპორაცია “Открытие”-ს მიჰყიდოს, რომელიც სტადიონს აშენებს. სარბიელს “Открытие Арена” ერქმევა, ხოლო ამ კორპორაციის ფერები კი “თეთრ-ცისფერი” ყოფილა. სწორედ ფერებმა გამოიწვია “სახალხო გუნდის” ქომაგების აღშფოთება. თუმცა კლუბის გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ ისინი დააწყნარა: “ხელშეკრულების დეტალებს ჯერ ვერ გაგანდობთ. ყველაფერს ამ კვირაში შეიტყობთ. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მშობლიური კლუბის ფერები არანაირ ფულზე არ გაიყიდება. მავანნი ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, მაგრამ “სპარტაკის” თეთრ-წითელი ფერები და ლოგო იგივე დარჩება. უფრო მეტიც, ახალ სტადიონზე ჩვენ “სპარტაკის” დამაარსებლების, ლეგენდარული ძმები სტაროსტინების სახელსაც უკვდავვყოფთ, დაიდგმება სკულპტურები. მათი და სხვა ცნობილი ვეტერანების სახელობისა იქნება ტრიბუნები”, – ამბობს ასხაბაძე.
რომან ასხაბაძე “სპარტაკის” გენდირექტორად 1 თებერვალს დაინიშნა, თუმცა კლუბში 2006 წლიდან მუშაობს და მანამადე აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. 2012 წლის ბოლომდე კლუბის გენდირექტორის თანამდებობას მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ითავსებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095569