ესპანურმა გამოცემა El mundo deportivo-მ დაწერა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ფალსიფიცირებული იყო. ჟურნალისტთა ვერსიით, ფიფას გენერალური მდივანი ბურთულებს როცა იღებდა, კამერები ამას არ აჩვენებდნენ და თანაც, ბურთულიდან პატარა პაუზის შემდეგ იღებდა ქაღალდს, სადაც ქვეყნების სახელი ეწერა.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ვალკეს თვალწინ, მაგიდაზე "საჭირო" ქაღალდები ეწყო.
იკერ კასილიასი ასე შორს არ წასულა, მაგრამ უკმაყოფილება გამოთქვა წილისყრის სისტემით:
"გაუგებარია, რატომ უნდა მოხვდნენ ერთ ჯგუფში წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. ეს ნონსენსია! საერთოდ, გაუგებარია, როგორ იღებენ ნაკრებები კოეფიციენტებს".
შეხსენებისთვის, ესპანეთთან და ჰოლანდიასთან ერთად, ჯგუფში არიან ჩილე და ავსტრალია. ამ ჯგუფიდან გასულები მერვედფინალში ბრაზილიის ჯგუფს გადაეკვეთებიან, ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული ასეთი მერვედფინალი: ბრაზილია-ესპანეთი...









