ჭადრაკი

17:36 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სენიორთა შორის, ოქროს მედალი მასპინძელ მარგარიტა ვოისკას (2289) ერგო, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მიითვალა. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თამარ ხმიადაშვილს (2148) ჰქონდა. მან ესტონელი ტატიანა ფომინას დარად 6.0 ქულა მიითვალა, თუმცა, ბალტიისპირელს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მე-3 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ პლოვდივში გამართულ ტურნირში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2329) უმთავრესი ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და 5.0 ქულით მე-6 პოზიცია დაიკავა, მარგალიტა თანდაშვილი (2025) 3.5 ქულით, 19 მონაწილეს შორის მე-17 გახლდათ.

 

0.091896