ჭიდაობა

20:38 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილი ოქროს მიუახლოვდა, მოძმანაშვილი - ბრინჯაოს

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ხოლო მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი – რეპეშაჟის ფინალში.
ხუციშვილმა საფინალო გზაზე თურქი სონერ დემიტრაში, გერმანელი აიდინ არგუნი, ბულგარელი კირილ სტოიჩევ ტერზიევი და აზერბაიჯანელი ალექსანდრ გოსტიევი ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად რუს დენის ცარგუშს დაეჭიდება.
დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა, უნგრელ დანიელ ლიგეტისთან წაგებით. მას შემდეგ, რაც ლიგეტიმ მომდევნო ორი ბარიერიც დაძლია და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, ქართველი მძიმეწონოსანი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს სძლია და მესამე ადგილის დასაკავებლად ბულგარელ დიმიტარ ანგელოვ კუმჩევს დაუპირისპირდება.

ოთარ მაღლაკელიძე

0.089318