ჭადრაკი

21:57 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე მდევრებს დაუსხლტა

ვერის ბაღში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატზე VIII ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ნინო ხურციძის, მაია ლომინეიშვილისა და სალომე მელიას მონაწილეობით. მათგან, ლომინეიშვილი და მელია ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხოლო ხურციძე მაკა ფურცელაძეს ეთამაშებოდა, რომელიც ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. ლომინეიშვილი – მელიას პარტია ყაიმით დასრულდა, რომელიც ამ ტურში ერთადერთი აღმოჩნდა. უშუალო კონკურენტების ყაიმით ისარგებლა ხურციძემ, რომელმაც მორიგი გამარჯვებით 6.0 ქულა დააგროვა, მომდევნო ადგილებზე მყოფ კონკურენტებს ნახევარი ქულით გაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, სოფო გურამიშვილმა უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა - უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ სოფო ხუხაშვილს მოუგო. აღნიშნული შეხვედრა 5 საათზე ცოტა მეტი გაგრძელდა. ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო ინგა ხურცილავამ, რომელმაც ამჯერად აუტსაიდერ ლიკა კობეშავიძეს მოუგო და ლიდერთა ჯგუფს საგრძნობლად მიუახლოვდა. დანარჩენ პარტიებში, ნინო ბაციაშვილმა ანა კუჭავას მოუგო, ხოლო სოფო გვეტაძემ გურამიშვილის შემდეგ, ამჯერად მერი არაბიძე დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

სატურნირო მდგომარეობა 8  ტურის შემდეგ:

I   -  ხურციძე  - 6,0 ქულა

 II – IV - ლომინეიშვილი,  მელია, ბაციაშვილი - 5,5-5,5  ქულა

 V - ხურცილავა - 5,0  ქულა

VI – VIII   ფურცელაძე, ხუხაშვილი, გურამიშვილი - 4,5-4,5    

 IX – გვეტაძე - 4,0 ქულა

 X – არაბიძე - 2,0 ქულა

 XI – კუჭავა - 1,0 ქულა

 XII – კობეშავიძე - 0,5. ქულა

 

მეცხრე ტურის  შეხვედრები:

 

ხურცილავა - ბაციაშვილი

ხურციძე - კობეშავიძე

გურამიშვილი - ფურცელაძე

არაბიძე - ხუხაშვილი

მელია - გვეტაძე

კუჭავა - ლომინეიშვილი

 

 

0.167609