სალომე მელია–ნინო ხურციძის შეხვედრით დაიწყო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩ-ტურნირის მეორე წრე, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მდებარე საჭადრაკო კლუბი ნტნ მასპინძლობს.
უაღრესად დაძაბული შეხვედრა ყაიმით დასრულდა.
მატჩ-ტურნირის მესამე მონაწილე ბაციაშვილი ისვენებდა.
16 თებერვალს აღნიშნული ტურნირის მე-2 წრის მე-2 შეხვედრა ჩატარდება, სადაც ხურციძე შეხვდება ბაციაშვილს. პირველ წრეში ამ მოჭადრაკეთა შეხვედრა ხურციძემ მოიგო. ამ ტურში მელია ისვენებს.
სატურნირო მდგომარეობა 15 თებერვლისთვის: 2 ქულა – ხურციძე (3 თამაში), 1,5 – მელია (3), 0,5 – ბაციაშვილი (2).







