თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ტურნირზე უკვე 5 ტური მიილია.
გოგონათა შორის 4 გამარჯვების შემდეგ, პირველი მარცხი განიცადა მარიამ ჭოლაძემ (1922), თუმცა, პირველი ადგილი შეინარჩუნა. ჭოლაძემ ლიკა კობეშავიძესთან (1967) წააგო და 4.0 ქულა შერჩა, მას კი ნახევარქულიანი ჩამორჩენით, ხსენებული კობეშავიძე, ნატო იმნაძე (2101) და ნანი უნაფქოშვილი (2057) მისდევენ.
მე-6 ტურში უნაფქოშვილი ჭოლაძეს ეთამაშება, ხოლო კობეშავიძე – იმნაძეს.
ვაჟთა შორის 4.5 ქულით ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2146) ლიდერობს. იგი შავი ფიგურებით ირაკლი ბერიძეს (2379) დაუზავდა, რომელიც 4.0 ქულით მეორეა.
მომდევნო ტურში ქუმსიაშვილი ნოდარ ლორთქიფანიძეს (2240, 3.5 ქულა) გაეჯიბრება, ბერაძის მეტოქე კი შალვა ნადირაშვილი (2184, 3.5) იქნება.









