3 მაისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სტარტს აიღებს 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველი ტურნირი, რომელშიც 12 მონაწილე ჩაებმება. მათ შორის 2 ქართველიც იქნება: ნანა ძაგნიძე (2545) და ბელა ხოტენაშვილი (2499).
1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617)
2. ანა მუზიჩუკი (
3. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2545)
4. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2548)
5. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531)
6. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2522)
7. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი, 2544)
8. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2499)
9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2495)
10. ანა უშენინა (უკრაინა, 2477)
11. ოლგა გირია (რუსეთი, 2440)
12. ტუვშინტუგს ბაჩიმეგი (მონღოლეთი, 2295)
მოჭადრაკეები ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, დასვენებისთვის კი 2 დღეა გამოყოფილი: 7 და 12 მაისი.
შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფიდეს გადაწყვეტილებით, ქალთა შორის 2013-14 წლის გრან პრის გათამაშების ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს, მომავალი ტურნისი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).
გრან პრის გამარჯვებული, 2015
ქალთა გრან-პრის გათამაშების სერიის ტურნირების კალენდარი
2013 წელი
2-14 მაისი: ჟენევა, შვეიცარია
15-29 ივნისი: დილიჟანი, სომხეთი
17 სექტემბერი-1 ოქტომბერი: ტაშკენტი, უზბეკეთი.
2014 წელი
2-16 მაისი: ჰანტი-მანტიისკი, რუსეთი
18 ივნისი-2 ივლისი:
24 აგვისტო-7 სექტემბერი: ერდენეტი, მონღოლეთი.







