ქალთა შორის გრან პრის გათამაშების მე-5 ეტაპზე, რომელსაც ლოპოტა მასპინძლობს, მე-8 ტურის პარტიები გათამაშდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ ტურმა მშვიდობიანად ჩაიარა, სადაც 6 შეხვედრიდან 5 ყაიმი დაფიქსირდა. გამორჩეული ანტუანეტა სტეფანოვა_ნაფისა მუმინოვას შეხვედრა იყო, სადაც სტეფანოვამ შეძლო გამოკვეთილი აუტსაიდერის დამარცხება.
გთავაზობთ მე-8 ტურის ტექნიკურ შედეგებს:
ანტუანეტა სტეფანოვა – ნაფისა მუმინოვა 1:0
ბელა ხოტენაშვილი – ელინა დანიელიანი 0.5:0.5
ჰამპი კონერუ – ალექსანდრა კოსტენიუკი 0.5:0.5
ჟაო ქსიუ – ანა მუზიჩუკი 0.5:0.5
ჰოუ იფანი – ჰარიკა დრონოვალი 0.5:0.5
ჟუ ვენჟუნი – ნანა ძაგნიძე 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ
1. იფანი – 7 ქულა
2-3. ვენჟუნი, ძაგნიძე – 5.5-5.5
4. მუზიჩუკი – 5
5-7. კონერუ, დანიელიანი, დრონოვალი – 4,5-4,5
8. სტეფანოვა – 4
9. კოსტენიუკი – 3.5
10. ქსიუ – 2
11. ხოტენაშვილი – 1.5
12. მუმინოვა – 0.5
28 ივნისი დასვენების დღეა.









