ჭიდაობა

16:01 | 1.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყიფიანი კურტანიძეს და ყაზარაშვილს ხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ქართულ ჭიდაობაში დატრიალებული ამბების თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარეობს.
სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს დახურულ კარს მიღმა ხვდება.
პირველად სამინისტროში ყაზარაშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრთან შეხვედრის ინიციატივა თავად გამოიჩინა და იქვე დასძინა, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად უკან დახევას არ ვაპირებო.
ლუკა კურტანიძემ კი, შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, ყოველგვარი უთანხმოება დაივიწყოს.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სპორტის სამინისტროს ფოტო
 

0.088138