ძიუდო

13:41 | 4.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერი კავკასიას ვერ ელევა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ნაკრებს ჩაიბარებს. ინფორმაცია, რომელიც “მსოფლიო სპორტმა” ჯერ კიდევ თვენახევრის წინ გაახმაურა, აზერბაიჯანელებმა მხოლოდ ამ დღეებში გააოფიციალურეს, აქაოდა შეთანხმება უკვე მიღწეულიაო.
ზაიზენბახერის წინამორბედი აგიარ ახუნდზადე რამდენიმეწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაანთავისუფლეს, გუნდის უმედლოდ დარჩენის გამო.
საქართველოს ნაკრების ექსთავკაცს აზერბაიჯანის გარდა ავსტრიის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებიდანაც ჰქონდა შეთავაზებები.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136437