ძიუდო

20:22 | 18.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერმა გეგმა თბილისის გვერდის ავლით მოხაზა

აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას გეგმავს, ოღონდ გადახალისებული შემადგენლობით. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა დღეს გაავრცელა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობით, მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა პიტერ ზაიზენბახერმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა ადრიანადვე შეადგინა და მასში თბილისურ ტურნირზე გამოსვლა არ შედის – ავსტრიელი სპეციალისტის რჩეული სპორტსმენები სეზონს პარიზის “დიდი სლემით” გახსნის. სპორტის სასახლის ტატამზე კი ის ძიუდოისტები გავლენ, რომლებსაც ზაიზენბახერი ჯერჯერობით ნაკრების ძირითად კანდიდატებად არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, თბილისური ტურნირი 2-3 თებერვალს ჩატარდება და მას ევროპის ღია პირველობა ერქმევა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მონაწილეობის მსურველი ქვეყნების განაცხადებს ყოველდღიურად იღებს. ბოლო ინფორმაციით, თბილისში ჩამოსვლის სურვილი 15-მდე ნაკრებმა გამოთქვა. მათ შორის აზერბაიჯანი ჯერ არაა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170461