ფეხბურთი

15:26 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია – “გენკთან” კონტრაქტი 3-წლიანია

გაირკვა, რომ ლუკა ზარანდიამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ “გენკთან”. ამას ბელგიური სააგენტოები აცხადებენ კლუბის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით. მასთან ერთად, “გენკი” წარადგენს 19 წლის სერბ სერგეი მილენკოვიჩს, რომელთანაც 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ძალიან კარგი პრეცენდენტია: ვგულისხმობთ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ადგილობრივი ჩემპიონატიდან დასავლეთევროპულ კლუბში გადასვლას. თანაც, როცა ეს კლუბი პირველი ლიგისაა – თბილისის “ლოკომოტივი”. იმედია, ასეთი ტრანსფერები კიდევ იქნება. ამას გვაფიქრებინებს 19-წლამდელთა ნაკრების ნიჭიერი თაობა, რომლებსაც ევროპაში უკვე კარგად იცნობენ.

“გენკი” ბელგიის 3-გზის ჩემპიონია (1999, 2002, 2011), 4-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი (1998, 2000, 2009, 2013) და ერთხელ სუპერთასიც (2011). “გენკმა” ბელგიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა. კლუბი გასულ სეზონში ევროტურნირებზეც გამოდიოდა, ევროპის ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა (მათ შორის, კიევის “დინამოს” ორივე მატჩი მოუგო), მეთექვსმეტეფინალში კი “ანჟისთან” გავარდა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097683