ავტოსპორტი

0:01 | 28.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერის“ პილოტების შედეგები გააუქმეს

 

ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA-ს) სტიუარდებმა „ზაუბერის“ ორივე მანქანა შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ მათი უკანა ფრთის ზედა ზედაპირი რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

არადა, გუნდის შეფმა პეტერ ზაუბერმა განაცხადა, რომ ეს რბოლა, მისი გუნდისთვის ახალი სეზონის შესანიშნავი დასაწყისია. შეგახსენებთ, რომ შვეიცარული გუნდის პილოტებმა მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს. ამასთან, მექსიკელმა სერხიო პერესმა (ფოტოზე) გარისკა და მთელი რბოლის განმავლობაში რეზინი ერთადერთხელ შეცვალა. საბოლოოდ კი, 9 წამით აჯობა იაპონელ თანაგუნდელ კამუი კობაიაშის.

რა თქმა უნდა, „ზაუბერი“ სტიუარდების“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუმცა, სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდის ტექნიკური შტაბი საკითხს დაწვრილებით განიხილავს. და სანამ „ზაუბერი“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდეს, ავსტრალიის დიდი პრიზის საბოლოო შედეგები შეიცვლება. კერძოდ, მეცხრედან ორი ადგილით წინ წაიწევს „ფერარის“ ფელიპე მასა, ასევე ორი ადგილით დაწინაურდება „ტორო როსოს“ სებასტიან ბუემი, ვინც რბოლა მეათე ადგილზე დაასრულა. ქულების ზონაში აიწევენ „ფორს ინდიას“ ადრიან სუტილი და პოლ დი რესტა.

„ზაუბერის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კეი თვლის, რომ ფრთის ის ნაწილი, რომლის რეგლამენტთან შეუსაბამობის გამოც, მისი პილოტების შედეგები გაუქმდა, დიდ გავლენას არ ახდენს მანქანაზე, რადგან ეს მომუშავე ზედაპირი არაა. ამის გამო, მისი მეშვეობით, მანქანის კონკურენტუნარიანობა არ გაუმჯობესდებოდა. „ჩვენ ახლა ვსწავლობთ ფრთის ამ ნაწილის კონსტრუქციას, რათა უკეთ გავერკვეთ ვითარებაში და გადავწყვიტოთ, აქვს თუ არა აზრი აპელირებას“ - ამბობს კეი.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090913