კალათბურთი

18:13 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ ფაშაევმა "ქუთაისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

სუპერლიგის აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა (31.08.83, 185 სმ) საქართველოს ვიცე ჩემპიონ, თასისა და სუპერ თასის მფლობელ „ქუთაისი-2010“-თან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „ქუთაისი-2010“-ის მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძის თამაშემწემ, მედეა მხეიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზაურ ფაშაევი ზედიზედ სამი სეზონია (2011-2014) „ქუთაისი-2010“-ში თამაშობს. აღნიშნული გუნდის გარდა, ის 2008-09 წლების საკალათბურთო სეზონში სუპერლიგის ყოფილ გუნდ „ნტდ-თბილისში“ ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091604