ინტერვიუები

13:53 | 3.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია: “ჯანო ძლიერია, მაგრამ ტოპ-კლუბისთვის ჯერ არ მომწიფებულა”

რუსული sportbox.ru საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდ ზაზა ჯანაშიას ესაუბრა. თემა სხვადასხვა იყო და “მსოფლიო სპორტი” ინტერვიუს შემცირებულად გთავაზობთ:
- საქართველოს ნაკრები თებერვალში სომხეთს შეხვდა ამხანაგურ მატჩში. რას იტყვით სომხეთის ნაკრებზე, რომელიც რუსეთის მეტოქეა ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე?
- კარგი, მებრძოლი ხასიათის გუნდი ჰყავთ. სომხებს ყველაფერი რიგზე აქვთ როგორც თავდამსხმაში, ასევე დაცვაშიც. მათი ფეხბურთელები ძლიერ კლუბებში თამაშობენ. ვფიქრობ, სომხეთი-რუსეთი დაძაბული შეხვედრა იქნება. დიკ ადვოკაატის გუნდმა არამც და არამც არ უნდა ითამაშოს ისე, როგორც ირანთან. ეს საშინელება იყო. ასეთი რუსეთის ნაკრები არასოდეს არ მინახავს.
- თქვენი აზრით, რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს ჯანო ანანიძეს? როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში...
- ძალიან კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელია. ჯანომ ეს უკვე დაამტკიცა. მას უფრო ხშირად უნდა ენდონ, მეტი სათამაშო პრაქტიკა მისცენ. თუ ჯანო ხშირად ითამაშებს, გამოცდილებაც მეტი დაუგროვდება. ის საქართველოს ნაკრებშიც მშვენივრად გამოიყურება. უცხოეთის ტოპ-კლუბისთვის ანანიძე ჯერ არ მომწიფებულა, თუმცა ორ-სამ წელიწადში ევროპაშიც თავისუფლად ითამაშებს.
- მოსკოვის “ლოკომოტივის” ბავშვთა საფეხბურთო სკოლიდან მწვრთნელად მუშაობაზე მიიღეთ წინადადება. გსურთ, რომ ის ჯგუფი აიყვანოთ, სადაც თქვენი ვაჟი ვარჯიშობს?
- არ მინდა, რადგან როცა მამა შვილს წვრთნის, შესაძლოა, გამორჩენის მომენტიც იყოს. რამე რომ დააშავოს, ხომ ვერ გავლანძღავ. ჩემს ვაჟს “ლოკომოტივში” კარგი მწვრთნელი ჰყავს, სახლში კი, მე ვამეცადინებ. სხვათა შორის, უკვე აკეთებს ჩემს საფირმო მალაყებს. ნელ-ნელა ავითარებს. თავად გამოთქვა ამის სურვილი.
- როგორ მოგწონთ რუსული კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა? მაგალითად, “ანჟის’ და “ტერეკის”...
- ნორმალურად აღვიქვი, როცა “ტერეკმა” სახელგანქმული რუუდ გულიტი მოიწვია მწვრთნელად. ასეთი ვარსკვლავები სჭირდება ჩვენს ჩემპიონატს. ოღონდ, შესაძლოა, ერთი პრობლემა შეიქმნას – სხვადასხვა მენტალიტეტი. გუშინ გავიგე, “ანჟის” ჯენარო გატუზო სურსო. რა ხელფასსაც გატუზოს სთავაზობენ, ჩვენ ფეხბურთელებს რომ უხდიდნენ, გაცილებით უკეთ ითამაშებდნენ. მთლიანობაში, კარგია, რომ რობერტო კარლოსის დონის ფეხბურთელი მოდის ჩემპიონატში. ისე, ჩემი აზრით, საუკეთესო ლეგიონერი, რომელიც თავისი ხელფასის შესაბამის ფეხბურთს თამაშობს, “ზენიტის” პორტუგალიელი დანია.

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095021