სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:25 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფის ორიდან ორი

კლარენს ზეედორფის მიერ „მილანის“ ჩაბარების შემდეგ, „როსონერის“ ფეხბურთლებს თამაში კვლავ უჭირთ, მაგრამ იტალიის თასისგან განსხვავებით, სერია A-ში ისინი დადებითი შედეგების ჩვენებას მაინც ახერხებენ. „მილანმა“ ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო, რაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა.

კრისტიან აბიატის არყოფნაში, მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა მარკო ამელიას. სწორედ მის შეცდომას მოჰყვა ანგარიშის გახსნა. 28-ე წუთზე, მილანელთა კიპერმა ბურთი პინილიას ჩააბარა, ხოლო ამ უკანასკნელის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში აღმოჩენილმა საუმ, ერთი მოძრაობით, ამელიაც მოატყუა და ბონერაც და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

წინა შეხვედრის მსგავსად, „მილანმა“ გოლის გატანა ამჯერადაც შეხვედრის მიწურულს მოახერხა. თავი კვლავ მარიო ბალოტელიმ გამოიჩნა და ამჯერადაც სტანდარტის ზუსტად შესრულებით. სტუმართა 45-ე ნომერმა საჯარიმო დარტყმით იხეირა. ამ მომენტიდან ორ წუთში, „მილანმა“ მე-2 გოლიც გაიტანა. შეცვლაზე შემოსულმა ჯამპაოლო პაცინიმ, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ მე-3 თამაშს ატარებდა, კუთხურიდან მოწოდების შემდეგ, ბურთი „კალიარის“ კარში ეფექტური დარტყმით გადაგზავნა.

ამ მოგების შემდეგ, „მილანმა“ ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-5 ადგილთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად, „ინტერმა“ ზედიზედ მე-4 მოუგებელი თამაში ჩაატარა. ბოლოადგილოსან „კატანიასთან“ საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრაში რაფაელ ბენიტესის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ზედიზედ მე-3 თამაშის მოგებით, ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა „რომამ“, რომელმაც 3 ქულა ვერონაში აიღო. თამაშის გმირად ჟერვინიო იქცა. პირველი ტაიმის მიწურულს მის გარღვევას ლიაიჩის გოლი მოჰყვა, ხოლო მე-60 წუთზე, როდესაც ვერონელებს ანგარიში გათანაბრებული ჰქონდათ, ინდივიდუალური გაბრწყინების შემდეგ, კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა თავად გაიტანა. შეხვედრას წერტილი 82-ე წუთზე დაესვა, როდესაც ტოტიმ საეჭვო თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.

ზედიზედ მე-2 შეხვედრაში 3 გოლის გატანის მიუხედავად, ქულას დასჯერდა „ფიორენტინა“. ფლორენციელთა მხრიდან თავი სამივეჯერ ალბერტო აკვილანიმ გამოიჩინა. 29 წლის ნახევარმცველმა ჯერ ჯილარდინოსა და ანტონინის გოლები გაქვითა, შემდეგ კი, გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ დე მაიოს ზუსტმა დარტყმამ „ფიორენტინას“ქულები მაინც დააკარგვინა.

„ლივორნოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა დომენიკო დი კარლოს. ზედიზედ 5 თამაშის წაგების შემდეგ, ტოსკანელებმა 3 ქულის აღება მოახერხეს. გასავარდნ ზონაში მყოფ „სასუოლოსთან“ გამართული თამაშის 26-ე წუთზე „ლივორნო“ უკვე 3:0 იგებდა. პირველივე ტაიმში დომენიკო ბერარდიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა.

 

ვერონა-რომა 1:3 (0:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000

ვერონა (4-3-3): რაფაელი, გონსალესი, მარკესი, მაიეტა (დონადელი 39), კაჩატორე, რომულო, დონატი (ლონგო 83), ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი, ტალები (მარტინიო 68).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, ტოროსიდისი, ნაინგოლანი (პიანიჩი 60), დე როსი, სტროოტმანი, ლიაიჩი (ფლორენცი 64), დესტრო (ტოტი 76), ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 0:1 ლიაიჩი (45+1), 1:1 ჰალფრედსონი (49), 1:2 ჟერვინიო (60), 1:3 ტოტი (82, პენ).

გაფრთხილებები: რომულო 9, ჰალფრედსონი 79, მარკესი 81 - ნაინგოლანი 44, დესტრო 67.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 6 (3)-19 (5), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 17-11.

 

ტორინო-ატალანტა 1:0 (0:0)

ტურინი, “ოლიმპიკო” 17000

ტორინო (3-4-1-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, დარმიანი, ვივესი, ფარნერუდი (ბრიგი 51), მასიელო, ელ კადური (ბაშა 82), ჩერჩი (მეჯორინი 71), იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე (დე ლუკა 79), სტენდარდო, იეპესი, ბრივიო, რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა, ბრიენცა (მორალესი 68), ლივაია (დენისი 56).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლი: 1:0 ჩერჩი (60, პენ).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: იმობილე 90+2.

გაფრთხილებები: ვივესი 32, მაქსიმოვიჩი 64, მასიელო 73, პადელი 83 - იეპესი 39, კონსილი 59, ბრივიო 62, ბენალუანე 66, კარმონა 78.

გაძევება: ბრივიო 90+1.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 18 (4)-12 (2), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-10.

 

სამპდორია-ბოლონია 1:1 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 22000

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა, პალომბო, ობიანგი, გაბიადინი (სანსონე 89), კრსტიჩიჩი (რენანი 79), სორიანო, ედერი.

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი (მანტოვანი 79), გარიკსი, ხრისტოდულოპულოსი, პაციენცა, მორლეო (აკვაფრესკა 65), პერესი, დიამანტი, ბიანკი (მოსკარდელი 79).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 გაბიადინი (61), 1:1 დიამანტი (90, პენ).

გაფრთხილებები: დე სილვესტრი 40, ობიანგი 63, გაბიადინი 73, კოსტა 90 - ბიანკი 34.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (5)-17 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 5-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 14-11.

 

ინტერი-კატანია 0:0

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 49000

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუანი (ბოტა 81), ჟონათანი, კუზმანოვიჩი (კოვაჩიჩი 46), კამბიასო (ტაიდერი 61), ნაგატომო, ალვარესი, პალასიო, მილიტო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

კატანია (3-1-4-2): ფრიზონი, ბელუსკი (გიომბერი 66), როლინი, ლეგროტალიე, ლოდი, ბირაგი, რინაუდო, ისკო, პერუცი (ალმირონი 74), ლეტო (კასტრო 70), ბერგესიო.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გაფრთხილებები: კუზმანოვიჩი 37 - რინაუდო 22, ლეგროტალიე 76.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 13 (3)-5 (0), კუთხური: 14-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 0-3, ჯარიმა: 13-14.

 

კალიარი-მილანი 1:2 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია” 6000

კალიარი (3-4-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა (იბრაიმი 89), კონტი, ეკდალი (ერიკსონი 76), კოსუ, საუ (კაბრერა 69), პინილია.

მწვრთნელი: ივო პულგა.

მილანი (4-2-3-1): ამელია, დე შილიო, რამი, ბონერა, ემანუელსონი (აბატე 77), დე იონგი (მუნტარი 69), მონტოლივო, ჰონდა, კაკა, რობინიო (პაცინი 60), ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლები: 1:0 საუ (28), 1:1 ბალოტელი (87), 1:2 პაცინი (89).

გაფრთხილებები: კონტი 60, კაბრერა 85, კოსუ 89 - ბალოტელი 87.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (1)-21 (8), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 4-1, სეივი: 6-0, ჯარიმა: 20-19.

 

ლივორნო-სასუოლო 3:1 (3:1)

ლივორნო, “არმანდო პიჩი” 11000

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, ჩეკერინი, ემერსონი, კოდა, მბაიე, ბენასი, ლუცი, კასტელანი, გრეკო (დუნკანი 74), ემეგარა (სილიგარდი 70), პაულინიო.

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, როზი, ანტეი, მანფრედინი, ლონგი (ციგლერი 77), ჩიბსა (ფლორო 52), მარონე, ბიონდინი, ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფარიასი 64).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 გრეკო (4), 2:0 პაულინიო (11), 3:0 ბენასი (26), 3:1 ბერარდი (28, პენ).

გაფრთხილებები: ბარდი 28, კოდა 35, გრეკო 45+1 - ბერარდი 9, როზი 14, ძაძა 46, ბიონდინი 54, მანფრედინი 65, ანტეი 75.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (3)-12 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-0, ჯარიმა: 18-14.

 

პარმა-უდინეზე 1:0 (1:0)

პარმა, “ენიო ტარდინი” 12000

პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, პალეტა, ფელიპე, მარკიონი (მაური 87), აკვა (ბიაბიანი 78), გარგანო, პაროლო, გობი, ამაური (პალადინო 65), კასანო.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, ბუბნიჩი, ვიდმერი, ბადუ, ალანი (მაიკოსუელი 70), დუგლასი (პინცი 29), პერეირა, ლოპესი, მურიელი (დი ნატალე 79).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლი: 1:0 ამაური (35).

გაფრთხილებები: პაროლო 7, ფელიპე 9, აკვა 78 - ბადუ 11, ალანი 45+1, პინცი 90+2.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (5)-7 (2), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-11.

 

ფიორენტინა-ჯენოა 3:3 (2:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 30000

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, რონკალია, კომპერი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ანდერსონი 74), პისარო, ამბროზინი (ფერნანდესი 55), კუადრადო (რიდერი 81), მატრი, ხოაკინი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, დე მაიო, ბურდისო, მარკეზე (ფეტფაციდისი 61), ბერტოლაჩი, მათუსალემი, დე ჩელიე (სტოიანი 71), კონატე (კოფიე 82), ჯილარდინო, ანტონელი.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 0:1 ჯილარდინო (27, პენ), 1:1 აკვილანი (33, პენ), 1:2 ანტონელი (34), 2:2 აკვილანი (42), 3:2 აკვილანი (57), 3:3 დე მაიო (77).

გაფრთხილებები: კუადრადო 26 - დე მაიო 32, ბერტოლაჩი 40.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 18 (4)-10 (3), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-1, ჯარიმა: 11-18.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.110775