შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. ზედა ექვსეულში ისევ პატარა სენსაცია მოხდა. “სიონმა” ამ გაზაფხულზე “დინამო არენაზე” მეორედ დაამარცხა თბილისის “დინამო.” “ზესტაფონმა” კი ბოლო 10 მატჩში მეცხრედ იმარჯვა და ლიდერ “დინამოსთან” სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. “გურიამ” ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. ამჯერად ლანჩხუთელები შინ რუსთავის “მეტალურგთან” დამარცხდნენ.
Qქვედა ექვსეულში კი ყურადღება გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდებისკენ იყო მიპყრობილი. “სპარტაკმა” ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გორში “დილასთან,” მისი უშუალო კონკურენტი “ზუგდიდი” კი აუტსაიდერ “მერანთან” დამარცხდა და ცხინვალელებს უკვე 4 ქულით ჩამორჩა.
გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 გიორგი ჩირგაძე (30), 0:2 ბესიკ ჩიმაკაძე (40), 1:2 ვილი ისიანი (57), 1:3 მერაბ გიგაური (67)
დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 თორნიკე აფციაური (34)
ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 რატი წინამძღვრიშვილი (45), 1:1 თორნიკე კაპანაძე (67), 2:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (73)
| 1 | დინამო (თბ) | 26 | 17 | 4 | 5 | 56:19 | 55 |
| 2 | ზესტაფონი | 26 | 15 | 4 | 7 | 35:17 | 49 |
| 3 | სიონი | 26 | 13 | 6 | 7 | 34:25 | 45 |
| 4 | ჩიხურა | 26 | 11 | 6 | 9 | 43:40 | 39 |
| 5 | მეტალურგი | 26 | 11 | 6 | 9 | 31:30 | 39 |
| 6 | გურია | 26 | 11 | 0 | 15 | 27:38 | 33 |
მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)
გოლი: 1:0 ალექსი ბენაშვილი (30), 2:0 ლევან გეგეჭკორი (59), 2:1 ნიკოლოზ აფაქიძე (77)
დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძე (18), 1:1 ზვიად მეტრეველი (47), 1:2 ლევან კაკუბავა (51), 1:3 თემურ შონია (57)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 მათე კვირკვია (35), 1:1 ირაკლი ლექვთაძე (59)
| 1 | ვიტ ჯორჯია | 26 | 10 | 6 | 10 | 33:33 | 36 |
| 2 | დილა | 26 | 9 | 8 | 9 | 35:29 | 35 |
| 3 | ტორპედო | 26 | 9 | 6 | 11 | 26:37 | 33 |
| 4 | სპარტაკი | 26 | 8 | 4 | 14 | 25:34 | 28 |
| 5 | ზუგდიდი | 26 | 6 | 6 | 14 | 16:35 | 24 |
| 6 | მერანი | 26 | 6 | 4 | 16 | 20:44 | 22 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), ვილი ისიანი (“გურია”),
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;







