სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურის გადადებული მატჩი “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” შორის, გაიმართება 2014 წლის 22 თებერვალს ზესტაფონში. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ზესტაფონში მოსული დიდი თოვლის გამო გადაიდო.






