ფეხბურთი

13:00 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა ავტობუსში 16 საათი გაატარეს

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდისა“ და  ბოლნისის „სიონის“  მატჩი, რომელიც დღეს, 4 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, ერთი დღით გადაიდო. საქმე ის გახლავთ, რომ სტუმართა  გუნდმა, რომელიც ზუგდიდიდან  გუშინ დილით გადმოვიდა, დიდთოვლობის მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე გადმოსვლა ვერ მოახერხა. უხვი ნალექის გამო, ამავე უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა ხანგრძლივი დროით შეფერხდა და  ზუგდიდელ ფეხბურთელებს, ავტობუსში ყოფნა 16 საათის განმავლობაში მოუწიათ. ამის შესახებ ინფორმაცია, დროულად მიეწოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. როგორც კი გზები გაიხსნა, გუნდმა თბილისში ჩამოსვლა დილის 12:00 საათისთვის შეძლო და ფეხბურთელები უკვე სასტუმროში დაბინავდნენ.

„სიონი - ზუგდიდის“ მატჩი კი დაგეგმილი 4  დეკემბრის ნაცვლად, ხვალ, 5 დეკემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება.

http://fczugdidi.ge 

თეგები“ზუგდიდი”
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093284