ფეხბურთი

18:49 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდის ,,ლაზიკამ“ მდგომარეობა გაირთულა

XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როგორც ფეხბურთის მოყვარულებს  მოეხსენებათ,  მეორე ლიგა ორ ზონად (დასავლეთ და აღმოსავლეთ) არის დაყოფილი და პირველ ლიგაში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადადიან.

დასავლეთ ზონაში XXIII ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც საკმაოდ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა:

,,კოლხეთი“ - 2“ (ხობი)          -    ,,საირმე“ ბაღდათი            2:0

,,ქუთაისი“  ქუთაისი              -    ,,ეგრისი“ სენაკი                 0:3

,,ლაზიკა“ ზუგდიდი              -   ,,დინამო - 2“  ბათუმი        2:3

,,სამეგრელო“ ჩხოროწყუ       -   ,,მარგვეთი - 2006“               0:0

,,კოლხეთი - 2“ ფოთი             -   ,,შუქურა - 2“ ქობულეთი  3:0

,,საპოვნელა - 2“ თერჯოლა   -   ,,რაჭა“ ამბროლაური          2:0

,,მერცხალი - 2“ ოზურგეთი  -    ისვენებდა

 

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა  ზუგდიდის ,,ლაზიკამ’’ საკუთარ მოედანზე ბათუმის ,,დინამო - 2“ მიიღო. შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მიუხედავად რამდენიმე საგოლე შანსის გამოუყენებლობისა ზუგდიდლები 31-ე წუთზე მაინც დაწინაურდნენ. მანუჩარ ლომაია  საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარგ პოზიციაში დაუხვდა და ზუსტი თავური დარტყმით მეტოქის კარის ბადე შეარხია - 1:0

ამის მერე მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. ახალგაზრდა ბათუმლებმა ,, ბაიას  ბაზის“ ხელოვნურსაფარიან მოედანს ალღო აუღეს და თამაშის სადავეები ხელში საფუძვლიანად იგდეს, რაც მალე ნიკოლოზ აშბას ტყუპისცალ გოლებში აისახა - 1:2

შეხვედრის მეორე ნახევარიც სტუმართა დომინირებით გაგრძელდა. ისინი მეტოქეზე გაცილებით მეტს მოძრაობდნენ და მოედნის ყოველ მონაკვეთზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ. აჭარლებს მონდომება კიდევ ერთხელ დაუფასდათ. ამირან აბუსელიძემ თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია სათანადოდ დაასრულა და ზუსტი დარტყმით ანგარიში უფრო გაზარდა - 1:3

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება ზუგდიდლებმა მთელი ძალები შეტევაში გადაისროლეს, მაგრამ მათი იერიშები ქაოსურ ხასიათს ატარებდა და სტუმართა მცველებს სიტუაციის განმუხტვა არ გასჭირვებიათ. ერთადერთი რაც მასპინძლებმა შეძლეს, მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს გამომუშავება გახლდათ. მამუკა ჭკადუამ პენალტის რეალიზებით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა  - 2:3

აღსანიშნავია, რომ ეს ,,ლაზიკას’’ ზედიზედ მესამე წარუმატებელი თამაში გახლდათ. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა უკანასკნელ სამ ტურში (აქედან ორი საკუთარ მოედანზე) მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა და მდგომარეობა საკმაოდ გაირთულა.

მეტოქის წაფორხილებით შეეძლო ესარგებლა ზესტაფონის ,,მარგვეთი - 2006“- ს, რომელიც ერთპიროვნულ ლიდერს კვალში უდგას და პირველ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ზუგდიდელთა მთავარ კონკურენტს წარმოადგენს, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო ტურში პრაქტიკულად საჩემპიონო მატჩი იმართება - იმერლები საკუთარ მოედანზე ,,ლაზიკას“ მასპინძლობენ. ამის გამო ზესტაფონელთათვის ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ჩხოროწყუს ,,სამეგრელომ“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ უგოლო ფრე დაფიქსირდა.

ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად რუსეთის პირველი ლიგის, ხაბაროვსკის ,,სკა - ენერგიას“ მოთამაშე გოგიტა გოგუა ესწრებოდა. რუსეთში საფეხბურთო სეზონის განახლებამდე იგი მშობლიურ კუთხეში იმყოფება. მატჩის დამთავრების შემდეგ გოგუა გუნდის მოთამაშეებს შეხვდა და საჩუქრად სავარჯიშო ფორმები და ბურთები გადასცა. თავის ბავშვობის მეგობარს - ,,სამეგრელოს“ მთავარ მწვრთნელს გიზო შენგელიას გოგიტა გოგუამ კლუბისთვის მომავალშიც დახმარება აღუთქვა.

 

XXIII ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილი ასე გამოიყურება:

                                                              ცხრილი

1

„ლაზიკა“

21

16

2

3

62-16

50

2

„მარგვეთი - 2006“

21

13

6

2

47-20

45

3

„ეგრისი“

21

14

0

7

47-31

42

4

„დინამო - 2“

21

11

5

5

39-26

38

5

„რაჭა“

21

12

2

7

35-31

38

6

„შუქურა - 2“

21

9

5

7

40-35

32

7

„საპოვნელა - 2“

22

9

4

9

43-42

31

8

„კოლხეთი–2 “ (ხობი)

21

8

5

8

   35-28

29

9

„საირმე“

22

9

2

11

38-40

29

10

„კოლხეთი-2“ (ფოთი)

22

9

2

11

32-38

29

11

„ქუთაისი“

21

5

3

13

32-49

18

12

„სამეგრელო“

21

2

3

16

18-61

  9

13

„მერცხალი-2“

21

1

1

19

15-66

  4

 

 

ბომბარდირები:

ონისე ჩინჩალაძე - (,,მარგევთი - 2006“) - 18

მამუკა ჭკადუა  - (,,ლაზიკა’’) – 15

მანუჩარ ლომაია - (,,ეგრისი“ ; ,,ლაზიკა“) -13

გივი მაისაშვილი - (,,რაჭა“) – 10

ლევან ანანიძე- (,,შუქურა - 2“)-10

 

მომდევნო  XXIV ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

,,რაჭა“                            -  ,,კოლხეთი -2“ (ფოთი)

,,შუქურა - 2“                  -  ,,სამეგრელო“

,,მარგვეთი - 2006“          -  ,,ლაზიკა“

,,დინამო -2“                   -  ,,ქუთაისი“

,,ეგრისი“               -  ,,კოლხეთი -2“ (ხობი)

,,საირმე“               -  ,,მერცხალი -2“

,,საპოვნელა “                  -  ისვენებს

 

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079979