სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:01 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” “დილა” დაამარცხა

“ზუგდიდმა” განმუხურში გორის “დილას” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. ზუგდიდელთათვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მათმა მოტივაციამ და შემართებამ სწრაფი გოლიც მოიტანა.

მე-11 წუთზე აფაქიძის დარტყმული ბურთი კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი დათო კირკიტაძემ ყველას დაასწრო და ანგარიშიც გაიხსნა - 1-0.

გატანილი გოლის მიუხედავად, “ზუგდიდელები” არ მოდუნებულან და მათ შეტევებს სიმწვავე არ აკლდა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს “დილას” საჯარიმოში ჯიშკარიანმა კირკიტაძე წააქცია, რაც ძვირად დაუჯდა გორელთა მცველს. თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან კი გურამ სამუშიამ ზუსტად დაარტყა და მატჩის ანგარიში უფრო სოლიდური გახადა - 2-0.

ამის შემდეგ გორელები უფრო დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე და თამაშის გადარჩენა სცადეს. რამაც შედეგი გამოიღო. 42-ე წუთზე კოშკაძემ კარგი გადაცემა გაუკეთა ილია ლომიძეს, ლომიძე საჯარიმოში ადვილად შევიდა და ზუგდიდელთა მეკარე თორნიკე ზარქუა უშანსოდ დატოვა - 2-1.

 Mმეორე ტაიმი კიდევ უფრო უხვი გამოდგა სახიფათო მომენტებით და საინტერესო თამაში იხილა განმუხურში მისულმა გულშემატკივარმა. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, აქტიურობდა გორელთა ახალწვეული გოჩა ხოჯავაც.

58-ე წუთზე სამუშიას კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა სიხარულიამ, მომდევნო ეპიზოდში კი კირკიტაძის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ორბელაძემ გამოაგდო თავით.

შეხვედრის მიწურულს გორელები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ და რომ არა ზუგდიდელთა კიპერის კარგი თამაში ანგარიშიც გათანაბრდებოდა, მაგრამ ზარქუამ მასთან პირისპირ გასულ რაჟამაშვილს არ გაატანინა.

საბოლოოდ, მატჩი 2-1 მორჩა მასპინძელთა სასარგებლოდ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა “ზუგდიდმა”. თავის უშუალო მეტოქეს, ცხინვალის “სპარტაკს” კი ისევ 4 ქულით ჩამორჩება.

 

გიორგი დარასელია : “უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ამან შედეგიც გამოიღო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. შევეცდებით ამ შემართებით ჩავატაროთ დარჩენილი შეხვედრები”.

 

 ზუგდიდი – დილა  2-1 (2-1)

19 მაისი.   განმუხური.  

ზუგდიდი: ზარქუა, მირცხულავა, სიხარულია, წიტაიშვილი (სამუშია 49), ქათამაძე, ლომია (შალიკაშვილი 75), აფაქიძე, კირკიტაძე, ქებაძე, ჯავაშვილი, გ. სამუშია(ფარჯიკია 87).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დილა: შეყრილაძე, ლომიძე, ჯიშკარიანი (სადაღიშვილი 46) , ორბელაძე, კვახაძე, გაფრინდაშვილი, რაჟამაშვილი, კოშკაძე (ხოჯავა 46), რაზმაძე, გურეშიძე, ბერიაშვილი (ქვილითაია 60)

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

გოლები: კირკიტაძე (11), გ. სამუშია (25პ), ლომიძე (42)

გაფრთხილება: ჯიშკარიანი (24), ქებაძე (42), რაზმაძე (93)

მთავარი მსაჯი: თემურ ხუჭუა (სამტრედია)

 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მეტრეველი (51), 2:0 შონია (82) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 კვერნაძე (14), 2:0 მარკოზაშვილი (33), 2:1 გეგეჭკორი (40), 3:1 ლექვთაძე (51), 4:1 კვერნაძე (77), 5:1 მარკოზაშვილი (82) 

 

 

1                ვიტ ჯორჯია                   27                  10                6                11                 33:35               36
2 ტორპედო 27 10 6 11 31:38 36
3 დილა 27 9 8 10 36:31 35
4 სპარტაკი 27 9 4 14 27:34 31
5 ზუგდიდი 27 7 6 14 18:36 27
6 მერანი 27 6 4 17 21:49 22

 

 

                                                              ედემი ელერჯია        

0.188398