“ზუგდიდმა” “ვიტჯორჯიას” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგა. შეხვედრა არცთუ ისე საინტერესოდ წარიმართა, ფეხბურთელებს ზუსტი გადაცემების და კომბინაციების შესრულებაში ქარიც უშლიდა ხელს. “ვიტ ჯორჯია” ქვედა ექვსეულის ლიდერია და მისგან ნაკლებად მოტივირებულ ტამაშს ელოდა მაყურებელი, თუმცა პირველი გოლი სწორედ მათ გაიტანეს. 26-ე წუთზე მაისურაძემ ჯარიმა შეასრულა, შორი მანძილიდან დატყმული ბურთი კარის მაღალ კუთხეში გავიდა და ანგარიშიც გაიხსნა - 0-1. ზუგდიდელები მალევე მოეგნენ გონს და ანგარიში გაათანაბრეს - ახლო მანძილიდან ბაქარ მირცხულავამ გაიტანა, თუმცა ტაიმის მიწურულს ზუგდიდელებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი - 38-ე წუთზე ოტარ ჯავაშვილი ბურთის კუთხურზე მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში ზუგდიდელები მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, მათთვის ყოველ ქულას რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეს იგრძნობოდა. 62-ე წუთზე, შეცვლაზე წიტაიშვილი ცდილობდა კუთხურიდან ბურთის კარში გადაგზავნას, თუმცა შეროზიამ იტამაშა კარგად. 79-ე წუთზე შეტევაზე გადართულ ზუგდიდელ ფეხბურთელებს “ვიტ ჯორჯიას” მორიგი კონტრიერიში გამოეპარათ და სასწაულით გადაურჩნენ გოლს - ჯერ კართან ახლოს მყოფმა ლობჯანიძემ გაარტყა ძელს, დამატებაზე კი კორიფაძემ ცარიელ კარს ააცილა. კორიფაძემ მაინც გაიტანა - მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გაზრდა არ გაჭირვებია - 1-3. 88-ე წუთზე ვიტ ჯორჯიას კიდევ შეეძლო გატანა თუმცა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლობჯანიძეს მეკარემ აუღო და ვერც დამატებაზე ივარგეს ვიტელებმა. მორიგი თერთმეტმეტრიანი “ვიტ ჯორჯიას” კარში დანიშნა მსაჯმა, რაც კარგად გამოიყენა დავით კირკიტაძემ. კომპენსირებულ 3 წუთში ზუგდიდელებს ქულის მოპოვების შანსი გაუჩნდათ და ერთგვარი შტურმი მოუწყვეს სტუმრებს, თუმცა ჯონი შეროზიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით “ვიტ ჯორჯიამ” შედძლო სამი ქულის შენარჩუნება. ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს მასპინძლებმა და სამივე სახიფათოდ -პირველ შემთხვევაში მუშტებით მოიგერია კუთხურზე ბურთი მეკარემ, მეორედ კუთხურიდან მოწოდებული ნახტომში უკუაგდო, ასხლეტილი ბურთი კი ძელს მოხვდა და სიტუაციაც განიმუხტა. საბოოლოოდ, დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა “ვიტ ჯორჯიამ”, რაც შეეხება “ზუგდიდს”, ზუგდიდელებმა საქმე გაირთულეს, რაგან მოგების შემთხვევაში ცხინვალის “სპარტაკთან” ჩამორჩენის შემცირებას შეძლებდნენ.
გიორგი დარასელია: დასანანია რომ წავაგეთ, თუმცა შანსი გვაქვს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”
ზურაბ ბერიძე: ამ გამარჯვებით უმაღლესში დარჩენა გავინაგდეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი, იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. რაც შეეხება მსაჯობას, უკმაყოფილო ვარ, მხოლოდ ირონიას იმსახურებენ დღევანდელი მსაჯები.
განხმუხური ცენტრალური სტადიონი
ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია 2-3
ზუგდიდი: ზარქუა, ქათამაძე, აფაქიძე, მირცხულავა, ჯავაშვილი, ლომია (წიტაიშვილი 46), კირკიტაძე, სიხარულია (ც. სამუშია 55), გუგუჩია, ქებაძე, გ. სამუშია
ვიტ ჯორჯია: შეროზია,საბაძე, გეთიაშვილი, ღონღაძე, მჭედლიშვილი, წყაროზია (კურგელაშვილი 93), დავლაშელიძე (გახარია 68), მაისურაძე, სიჭინავა (დემეტრაშვილი 60), კორიფაძე, ლობჯანიძე,
გოლები: მაისურაძე (26), მირცხულავა (30), ჯავაშვილი (ს.კ. 38), კორიფაძე (81), კირკიტაძე (პენ. 89)
გაფრთხილება: საბაძე(28), გ. სამუშია (28), შეროზია (30), გეთიაშვილი (53), მაისურაძე(93)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)
| 1 | ვიტ ჯორჯია | 28 | 11 | 6 | 11 | 36:37 | 39 |
| 2 | ტორპედო | 28 | 11 | 6 | 11 | 33:39 | 39 |
| 3 | დილა | 27 | 9 | 8 | 10 | 36;31 | 35 |
| 4 | სპარტაკი | 28 | 9 | 4 | 15 | 28:36 | 31 |
| 5 | ზუგდიდი | 28 | 7 | 6 | 15 | 20:39 | 27 |
| 6 | მერანი | 27 | 6 | 4 | 17 | 21:49 | 22 |
ედემი ელერჯია







