სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:09 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” შანსი შეინარჩუნა

 

უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა “ზუგდიდმა” განმუხურში თავის უშუალო კონკურენტს “სპარტაკს” უმასპინძლა.

ზუგდიდელები წარუმატებლობის შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსსაც კარგავდნენ, ამიტომაც საწყის წუთებიდანვე მათი შემართება ადვილად გასაგები იყო, “სპარტაკმა” კი კონტრიერიშებზე გადაწყვიტა თამაში.

პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესოდ წარიმართა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, უფრო ხისტი თამაში იყო და დალაგებული კომბინაციები და სახიფათო ეპიზოდები არც ერთ კართან არ იქმნებოდა.

პირველი შედარებით მწვავე შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს, გუგუჩიას შესრულებული საჯარიმო დარტყმა მეკარე გიორგი ნადირაძემ მოიგერია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ “სპარტაკის” ახალგაზრდა კიპერი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

თუმცა ორივე გუნდის მხრიდან გამოსარჩევი და საუკეთესო მოთამაშე მაინც დავით კირკიტაძე გახლდათ, კირკიტაძემ წინა ტურშიც გოლით გამოიჩინა თავი ქუთაისის “ტორპედოსთან”.

41-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა კირკიტაძემ და თავის გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა. ყველაფერი სამუშიას აქტიურობით დაიწყო, მან “სპარტაკის” საჯარიმოში მცველებს თავბრუ დაახვია და კარში დარტყმაც მოახერხა, მეკარე ნადირაძემ კი შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ გამოვარდნილ ბურთზე დავით კირკიტაძემ ყველას დაასწრო და ანგარიშიც გახსნა - 1-0.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყეს “სპარტაკის” ფეხბურთელებმა და თამაშის გადარჩენა სცადს, მაგრამ შეტევების საბოლოო დაგვირგვინება უჭირდათ. “ზუგდიდს” კი მეორე გოლის გატანაც შეეძლო 73-ე წუთზე სამუშიას თავური დარტყმა გაანეიტრალა სტუმართა მეკარემ, 75-ე წუთზე კი გუგუჩიას დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

საბოლოოდ, მატჩი 1-0 დასრულდა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს მასპინძლებმა.

 

კახი კაჭარავა: “საკმაოდ დაძაბული შეხვედრა  გამოვიდა, “ზუგდიდი” თუნდაც ქულას თუ დაკარგავდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანს არ რჩებოდა, იბრძოლეს და ბრძოლის ხარჯზე მოგვიგეს. რაც შეეხება მსაჯობას, ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება.”

გიორგი დარასელია: “კარგია შანსები რომ შევინარჩუნეთ, სამწუხაროა ის, რომ მარტო  ჩვენზე არაა დამოკიდებული დარჩენილ შეხვედრებში ჩვენი უმაღლესში დარჩენის საკითხი, თუმცა იმედი მაქვს ყველა გუნდი იბრძოლებს და სამართლიანი დასარული ექნება ყველაფერს.”

 

 

განმუხური. ცენტრალური სტადიონი 17:00

“ზუგდიდი” – “სპარტაკი”   1-0  (1-0)

“ზუგდიდი”: ქვილითაია, ქვარცხავა, მირცხულავა, გუგუჩია (ბულია 77), წიტაიშვილი (სიხარულია 58), აფაქიძე, კირკიტაძე, ქებაძე, ჯავაშვილი, კანკია, სამუშია (შალიკაშვილი 82)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“სპარტაკი”: ნადირაძე, თუხარელი (გაბაშვილი 86), შონია (ბურძენაძე 77), კაკუბავა, იოსელიანი, ხიზანეიშვილი (მეტრეველი 64), მგელაძე, ეხვაია, თექთურმანიძე, პარუნაშვილი, ცერცვაძე

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლი: კირკიტაძე (41)

გაფრთხილებები: პარუნაშვილი (18), თექთურმანიძე (24), აფაქიძე (30), კაკუბავა (35), გუგუჩია (43), ჯავაშვილი (82), ბულია (88)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2)

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (2:0)

 

 

1    

ვიტ ჯორჯია                            

30            

13              

6               

11              

40:38            

45     

2.

ტორპედო 

30

12

6

12

36:43

42

3.

დილა  

30

11

8

11

43:33

41

4.

სპარტაკი 

30

10

4

16

30:37

34

5.

ზუგდიდი

30

8

6

16

22:42

30

6.

მერანი

30

6

4

20

21:56

22

 

 

 

                                                                   ედემი ელერჯია    

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088519