კალათბურთი

18:21 | 16.02

0
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

10:26 | 24.01

1
მამუკელაშვილის კარიერული თამაში – ქართველი ფორვარდი მატჩის ბომბარდირი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა „ტორონტო რეპტორსს“ „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამარჯვება მოაპოვებინა. კანადელებმა სტუმრად 110:98 იმარჯვეს და სეზონში 27-ე მოგება მიითვალეს.

255086,254434

13:38 | 07.08.2023

08 აგვისტოს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება

8 აგვისტოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, რომელიც 32 ქვეყნის ნაკრებს 8 კალათაში გაანაწილებს და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

18:29 | 06.08.2023

017 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა

17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დაასრულა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობა.

14:35 | 06.08.2023

020 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 20 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ნინო ყიფშიძისა ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირში მონაწილე 17 გუნდს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. საქართველოს ...

10:29 | 06.08.2023

2საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბოსნიის განადგურებით დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელიც რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გუშინ დაიწყო.

20:56 | 05.08.2023

6საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში სოლიდური სხვაობით წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად ლატვიის ნაკრებთან 57:82 დამარცხდა.

10:27 | 05.08.2023

1საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U17 ნაკრები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებს

საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთში, ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა.

13:07 | 04.08.2023

1ლატვიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგა არენაზე ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 აგვისტოს კაუნასიდან რიგაში ჩავიდა. ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის ჩატარების შემდეგ ლატვიის ჯერი დადგა.

11:47 | 04.08.2023

2საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ პიტეშტში მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში.

02:06 | 03.08.2023

0ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები კაუნასში დღეს მსუბუქად ავარჯიშა (+VIDEO)

ლიეტუვასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კაუნასში დარჩა და დღეს ჟალგირისის დარბაზის მცირე დარბაზში ივარჯიშა.

11:09 | 02.08.2023

0ლიეტუვა - საქართველო 104:102 (VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
2.452401