კალათბურთი

10:21 | 11.03

2
ბემ ადებაიომ "ვაშინგტონთან" 83 ქულა ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა

NBA-ში მორიგი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა "მაიამი ჰიტისა" და ვაშინგტონ ვიზარდსის" შეხვედრაში, სადაც მასპინძელთა ცენტრმა ბემ ადებაიომ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მან 83 ქულა ჩააგდო და კობი ბტრაიანტის შედეგი გააუმჯობესა (81 ქულა "ტორონტოს" წინააღმდეგ 2006 წელი). აღნიშნული შეხვედრა კი "მაიამი ჰიტმა დამაჯერებლად 150:129 მოიგო.

18:21 | 16.02

0
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

255700,255086

02:20 | 30.12.2022

0შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „გრანადას“ უმასპინძლა და ადვილად, 98:66 დაამარცხა.

20:22 | 29.12.2022

0გორის ივერიონი “ა” ლიგის ახალი წევრია

“ა” ლიგას ახალი წევრი ჰყავს. წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული ზესტაფონის “მარგვეთის” ადგილი გორის “ივერიონმა” დაიკავა.

15:53 | 28.12.2022

0თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ,,ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში კარგი მატჩი ჩაატარა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

10:58 | 28.12.2022

233დონჩიჩის ბენეფისი - 60 ქულა და სამმაგი დუბლი. ლუკა ნიუ იორკმა ვერ შეაჩერა! (+VIDEO)

დღეს ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ყველაზე გამორჩეული კი ,,დალას მავერიქსისა" და ,,ნიუ იორკ ნიქსის" დაპირისპირება იყო, რომელშიც ლუკა დონჩიჩის ბენეფისი შედგა.

01:35 | 27.12.2022

0ბექა ბურჯანაძის 8 ქულა და 6 მოხსნა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „ბრეშას“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა, ანგარიშით 77:84. რეჯიო ემილიელებმა პირველი ტაიმი 12 ქულით წააგეს და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. ...

00:23 | 27.12.2022

1თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში და ორმაგი დუბლი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „პეზაროს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 87:82 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, რომელიც ბოლონიელებმა 14:9 მოიგეს.

22:08 | 26.12.2022

1ივერიონმა მარგვეთს 16 ქულით სძლია და “ა” ლიგაში გადასვლის რეალური შანსი მოიპოვა

“ა” ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდი გორელთა დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ივერიონმა დამაჯერებლად – 91:75 (სტატისტიკა) დაამარცხა ზესტაფონის “მარგვეთი” და “ა” ლიგაში ...

17:47 | 26.12.2022

018-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯგუფური ეტაპი დასრულდა

დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 16 გუნდი გამოავლინა, რომლებიც A ლიგაში გასასვლელი 8 ადგილისთვის იბრძოლებს.

11:30 | 26.12.2022

0საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯგუფური ეტაპი დასრულდა

დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 16 გუნდი გამოავლინა, რომლებიც A ლიგაში გასასვლელი 8 ადგილისთვის იბრძოლებს.

10:05 | 26.12.2022

0მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა - მილუოკიმ შობა მოგებით ვერ აღნიშნა

NBA-ში საშობაო მატჩები გაიმართა და ერთ-ერთი შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილის ,,მილუოკი ბაქსმაც" ჩაატარა, თუმცა ქართველის გუნდი ,,ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა, სანდრომ კი მხოლოდ 4 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
3.187825