| | |
|
22:23 | 09.10.2015 ფიფა 20 ოქტომბერს საგანგებო შეხვედრას გამართავს
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი 20 ოქტომბერს ციურიხში შეხვედრას გამართავს.
| |
21:54 | 09.10.2015 საქართველოს ნაკრები გერმანიაშია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ოქტომბერს დილით, გერმანიაში გაემგზავრა. “ჯვაროსნები” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ...
|
|
21:37 | 09.10.2015 “სანდერლენდი” ელერდაისმა ჩაიბარა
“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბს მომდევნო ორი წლის განმავლობაში სემ ელერდაისი უთავკაცებს. 60 წლის სპეციალისტი გუნდში დიკ ადვოკაატს ჩაანაცვლებს.
| |
21:14 | 09.10.2015 იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კონტეს შენარჩუნება სურს
calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იასპარეზებს “სკუადრა აძურა” ...
|
|
20:45 | 09.10.2015 ბლატერმა ფიფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა
BBC-ის ინფორმაციით, ფიფას პრეზიდენტობიდან დროებით ჩამოშორებულმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
| |
20:18 | 09.10.2015 ინგლისი 100%-იანთა კლუბის წევრობას შეეცდება
ინგლისის ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორი მატჩის მოგების შემთხვევაში იმ გუნდებს შეუერთდება, რომელთაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა მატჩი მოუგიათ.
|
|
00:30 | 09.10.2015 ჯოვინკო იტალიის ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერია
იტალიის ეროვნული ნაკრების და “ტორონტოს” თავდამსხმელმა სებასტიან ჯოვინკომ უეფას ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ “სკუადრა აძურას” რიგებში დაბრუნებით ბედნიერია.
| |
23:45 | 08.10.2015 ინგლისს რუნი დააკლდება, კეჰილი კაპიტანი იქნება
BBC-ის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 9 ოქტომბერს “უემბლიზე” ესტონეთთან გასამართ ევროშესარჩევის მატჩში უეინ რუნი ტრავმის გამო დააკლდება და “სამი ლომს” გარი კეჰილი უკაპიტნებს.
|
|
23:08 | 08.10.2015 “ჩელსიმ” ამელია გაიფორმა
ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა იტალიელი მეკარე მარკო ამელია დაიმატა. 33 წლის კარის დარაჯმა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
| |
22:41 | 08.10.2015 საქართველო ფიბას რეიტინგში დაწინაურდა
ფიბამ ოფიციალური ვებგვერდზე მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 47-ე ადგილზე 14 ქულით იმყოფება.
|