ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:05 | 21 მაისი, 2015

“ზებრების“ სამართალი

ალვარო მორატას შესანიშნავად ახსოვს ის დღე და ის წუთი, როდესაც მადრიდის “რეალის“ საწვრთნელი ბაზის კარი გამოიხურა და უკანმოუხედავად დატოვა ადგილი, რომელზე ადრე მთელ იმედსა და მომავლის გეგმებს აგებდა. მორატამ მაშინ ნათლად დაინახა, რომ ბობოლა კლუბების უმეტესობაში ადამიანი და პერსონა არაფერს ნიშნავს და ყველანი მხოლოდ ერთი დიდი ძრავის ჭანჭიკები არიან.

ლევან სეფისკვერაძე

11:36 | 17 მაისი, 2015

ჯარისკაცი მიკოლა

რომ არა გაუსაძლისი ტკივილები, მიკოლა ალბათ ადრევე შეძლებდა საავადმყოფოს ვესტიბიულში ჩაპარვას, მაგრამ მოკვეთილი ფეხის გამო იმ დღეს ძლიერი ტკივილები ჰქონდა და რამდენჯერაც წამოდგომა დააპირა, იმდენჯერ სახედაღრეჯვით ჩამოჯდა საწოლზე.

ლევან სეფისკვერაძე

10:38 | 10 მაისი, 2015

მესის ქარიშხალი

ქარი აბა ვის უკვირს? ქარი ხომ ყველგანაა... მაგრამ, ყველა ქარი ერთნაირი როდია? აბა როგორ უნდა შეადარო იმერეთის გაზაფხულის საამო სიო, უდაბნოს ხორშაკ ქარებს? ანდა როგორ გინდა ერთად ახსენო ზაფხულის ბათუმში, საღამოს ზღვიდან მობერილი ქარი და დიდიდიღმური ქარაშოტი? ერთი და უმთავრესი კი მაინც ალბათ ისაა, რომ ყველა ქარი მაინც ქარია და ყველა ქარს აქვს არსებობის უფლება.

ლევან სეფისკვერაძე

11:28 | 07 მაისი, 2015

ძმები რამირესები

სამი ძმა რამირესები: ლუკასი, ფერნანდო და დანიელი. სამი გადარეული ჯეელი, რომლებიც მუდამ მიზეზს ეძებენ საჩხუბრად და მუდამ მზად არიან იბრძოლონ მათი საერთო და დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც სახელად “რივერ პლეიტი“ ჰქვია. ძველი, გახეხილი ჯინსებით, თეთრი, წითელზოლიანი მაისურებით, ოვალური კეპებითა და შეკრული კოპებით დააბიჯებენ ბუენოს აირესში და თვალებს ავბედითად აცეცებენ აქეთ-იქით

ლევან სეფისკვერაძე

11:58 | 03 მაისი, 2015

ახალი მინისტრი - შიში და მოლოდინი...

საქართველოს სპორტის ახალი მინისტრი ყავს. სპორტი კი ამ ქვეყანაში ის სფეროა, რომელიც ხშირად მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის რეფორმირების დროს ახსენდებათ, სპორტის მინისტრი კი ვერ არის ისეთი გავლენიანი პერსონა, როგორც მაგალითად ბრაზილიაში, ანდა დიდ ბრიტანეთში.

ლევან სეფისკვერაძე

10:49 | 30 აპრილი, 2015

ჩვენი საამაყო გოგონები!

სიყრმესა და ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული სახელები: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ქეთევან არახამია და სხვებიც... ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ მსოფლიოში უმაგრესი ქალი მოჭადრაკეები გვყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი გამარჯვებები უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კუთვნილება ხდებოდა, ეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დიდი სიამაყით აღავსებდა, რადგან იყო უპირველესი – ეს უკვე განსაკუთრებული გრძნობაა!

ლევან სეფისკვერაძე

10:49 | 26 აპრილი, 2015

პატარა სპარტელები

ახალგაზრდა თაობის აღზრდას ძველ სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე-მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობისა და გამძლეობის განვითარებას.

ლევან სეფისკვერაძე

10:59 | 23 აპრილი, 2015

დიდი გუნდი ბურთთან ერთი შეხებითაც იცნობა...

“უკეთუ ერთი მოსისხარი შემოვიდეს მიწასა შენსა ზედა, მას მოჰყვება მრავალნი, რამეთუ მტერი იგი ლაღობს სატანჯველითა ქუეყნისა და უკეთუ არღარაა ბრძოლა, არღარაა იმედი გამარჯვებისა”.

ლევან სეფისკვერაძე

10:36 | 19 აპრილი, 2015

გადარეული ეგვიპტელი

ობიექტურად რომ ვთქვათ, გაწიე-გამოწიე, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ერთი ჩვეულებრივი, ცხენივით მორბენალი ჩია ტანის ფეხბურთელია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდ ვარსკვლავთა შორის სახელის დამკვიდრებაზე ალბათ ვერც კი იოცნებებს.

ლევან სეფისკვერაძე

11:10 | 16 აპრილი, 2015

იქ, სადაც სიძულვილი მეფობს...

ეს ახლაა, დავით აღმაშენებელს რომ მთელი საქართველო აღმერთებს და წმინდანადაც კი გამოაცხადეს. დავითის თანამედროვეების გარკვეულ ნაწილს კი აღმაშენებელი სძულდა და ამას მაშინდელი მთავრების მეფისადმი დამოკიდებულებაც ნათლად ცხადყოფს.

ლევან სეფისკვერაძე

13:45 | 09 აპრილი, 2015

დაპირისპირება ქართულ სპორტში - ისტორიის გაკვეთილები

ისტორია გვარიგებს, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ქართულ სპორტში არსებული სხვადასხვა დაპირისპირებების ისტორია კი გვასწავლის, რომ მართალი და მტყუანი არ არსებობს, რადგან მართალი ხშირად მტყუანის გაგრძელებაა, მისი არჩეულია, მისი დაფრთიანებულია, მისი მხარდაჭერილია, ტაშდაკრულია და გარმონგაწელილია. ჰოდა, მთავარი უბედურებაც ესაა...

<< პირველი<< წინა3839404142434445464748შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.480971