10:36 | 11 იანვარი, 2015
სახალისო გეოგრაფია – ქვეყნები ჩვენს წარმოდგენაშიჩვენი დიდი ნაწილი კლიშეებისა და წარმოსახვების ტყვეობაში გაიზარდა და რაც დღეს ერთი შეხედვით სასაცილოდ მოჩანს, იყო დრო, რომ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა.
11:08 | 08 იანვარი, 2015
ამ კარს იქითამ კარის იქით სხვა საქართველოა – სულ სხვანაირი საქართველო, რომელიც არც იოსებ ნონეშვილის ცნობილ ლექსშია აღწერილი და არც ისეთია, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ. ამ კარის იქით უშიშარი, თავის ქვეყანაზე, თავის საქმეზე შეყვარებული ხალხით დასახლებული ალაგია, სადაც ომი და უბედურება წარსულში დარჩა და ყველაზე ბედნიერი დღეები მაშინაა, როდესაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები თამაშობს.
10:09 | 04 იანვარი, 2015
ძეგლი კუნძულ მადეირაზეამ ერთი თვის წინ, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, კრიაშტიანუ რონალდუს ძეგლი დაუდგეს და ეს ამბავი მსწრაფლივ გახდა დიდი მითქმა–მოთქმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ ლეო მესის ქომაგებს გულს ტკენს და სისხლს უმღვრევს პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოველი აღიარება და პირიქით – რონალდუს მოტრფიალეებს ანაწყენებთ არგენტინელის გამორჩევა და განსაკუთრებულობა. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურადაა.
12:15 | 28 დეკემბერი, 2014
2015 და მარადიული საქართველოროდესაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და კიდევ ერთი ახალი წლის დამსწრენი გავხდებით, სინათლის შუქზე ჩვენს ხელში სხვადასხვა ფერის სასმისები დაიწყებენ ციალს.
11:13 | 25 დეკემბერი, 2014
მარადონა ფორთოხლითალბათ ყველას გვინახავს უკვდავი ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია 8-9 წლის დიეგო მარადონა როგორ კენწლავს ბურთს. ალბათ ისიც გვინახავს, უკვე სიჭაბუკეში შესული დიეგო არგენტინელ ჟურნალისტს რამდენიმე სიტყვას რომ ეუბნება და ესპანური ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ დიეგო თავის მომავალზე საუბრობს, ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს და ფეხბურთის ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდება.
10:39 | 21 დეკემბერი, 2014
ჭილყვავებიჭილყვავი— ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში.
10:26 | 14 დეკემბერი, 2014
ღვინო და ფეხბურთიარგენტინის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები გადაძველებულ, მაღალხარისხიან ღვინოს ჰგავს, რომელმაც დაძველების შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურა და თუ დროულად არ გაიხსნა და დაილია, შეიძლება სულ მალე კარგი ღვინის ნაცვლად ხელში გაფუჭებული და მრავალი დაავადებით გაძეძგილი უცნაური სითხე შეგვრჩეს. არადა სულ იძახიან გავხსნით–გავხსნითო, მაგრამ რატომღაც ეს შესანიშნავი ღვინო ისევ მარნის კიდეშია მიდგმული.
12:00 | 11 დეკემბერი, 2014
ეჰ, ქალბატონო ლენა...ლენა, გამოიტანე ქალო ის მხალეულობა და დააწყე ბარემ მაგიდაზე. ეყაროს ოხრად – თვალს უხარია“ – ბრძოლის ველზე გასული გენერალივით დაბაოტებდა ბატონი ანზორი მთავარ ოთახში და ბრძანებებს იძლეოდა.
10:04 | 07 დეკემბერი, 2014
სპორტული ინვენტარის მაღაზიაში– მობრძანდით, ბატონო. რას ინებებთ? აი სულ ახალი, ორიგინალი მაისურები გვაქვს მიღებული გერმანიიდან...
13:23 | 04 დეკემბერი, 2014
პიეტროს გზაგასული საუკუნის 50-იან წლებში, იტალიაში ცხოვრობდა ერთი უცნაური კაცი, სახელად პიეტრო რაპირი. ამ კაცის სახელი და გვარი ბუნებრივია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მისი საქმიანობა კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია.
10:22 | 30 ნოემბერი, 2014
პოლ გასკოინი - უბედური და მარადიული!მოდით ნუ ვიქნებით ბანალურები და ნუ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ნურც იმას ვიტყვით, რომ კაცმა არასოდეს იცის ხვალ რა მოელის და ადამიანთა ბედის განსაზღვრა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ, ან არაფერი ვთქვათ, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ნამდვილად არ მიეცემა ჩემი თაობის ჭეშმარიტ კუმირსა და მე თუ მკითხავთ, ბოლო დროის საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასქიონს, რომელიც ახლა ისეთ დღეშია ჩავარდნილი, რა გულქვა უნდა იყოს კაცი - მაინც შეეცოდება.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |