13:35 | 29 მაისი, 2014
მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!აი ახლა ყველამ კეთილი ვინებოთ და დიდი გამარჯვება მივულოცოთ მადრიდის ”რეალს, რომელიც ახტა, დახტა და იღბალზე ისე გადახტა, რომ სეზონის ბოლოს ხელს ევროპის მთავარი საკლუბო თასი გააყოლა. ასევე მივულოცოთ გარეთ ბეილს, რომელიც იმდენად უცნაური კაცია, რომ მასთან შედარებით ბევრი ნაგიჟარი დაწყობილად მოსჩანს. ვერრა კაცი და ვერრა ძალა ვერ გაიგებს ამ უელსელ ჯეელს როდის მოეგუნებება ფლანგებზე განავარდება. ხან კიდევ, შეხედავ და ციცარივით გარდიგარდმო დადის ეს ოხერი. მაგრამ ხომ არის მაგარი? ხომ არის ის რაც უნდა იყოს?!...
14:04 | 25 მაისი, 2014
ევროპა ჩვენი წინაპრების არჩევანია!მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას, რომ 26 მაისი არამხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ეს თარიღი იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნიშანსვეტი და მუდმივი გახსენება იმისა, რომ დამოუკიდებლობა უპირველესია და მას არანაირ “ფოჩიან კანფეტებში” არ გავცვლით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ღირებულებებზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ასე ახლოს დგას ჩვენი ქვეყანა ევროპის კარიბჭესთან.
11:02 | 22 მაისი, 2014
გადარეულებიფეხბურთი გადარეული ხალხის ჭეშმარიტი თავშესაფარია. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ დაუწყობელ ფანებსა თუ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ კლუბის პრეზიდენტებს. ამ ხალხს მედია გამუდმებით აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება ყველა ჭკუას ასწავლის, მაგრამ ალბათ ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ჩვენს სამყაროში ყოველივე წესისა და რიგის მიხედვით არც წავა, ვერც წავა და რომც წავიდეს, ბევრი არაფერი იქნებოდა საინტერესო.
17:34 | 18 მაისი, 2014
პროგრესი სახელად ესპანური ფეხბურთიმიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს კრიტიკოსები მთელს მსოფლიოში ბლომად ჰყავს, ფაქტია, რომ პრიმერა დივიზიონი ინგლისის ჩემპიონატთან ერთად ევროპაში და მთელს ჩვენს პლანეტაზე უდავოდ გამორჩეული ტურნირია და მოგვწონს თუ არა, აუცილებელია იმის აღირება, რომ დღეს თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია და მიდგომები დიდწილად სწორედ პირინეის ნახევარკუნძულზე იჭედება.
10:53 | 15 მაისი, 2014
ჩავი და წელთა მდინარებაწლების მატება ოხერი და ვერაგი რამეა. თუმცა ამაში რა თქმა უნდა არაფერია ახალი და უცნაური. ზოგჯერ იციან ხოლმე თქმა, აი, კაცი ასაკში შევიდა და უფრო გასიმპათიურდაო, მაგრამ ეგაა და ეგ. მეტი რა ხეირი? დაბრძენება გამოცდილების ამბავია და არა წლების მატების. აი შეხედეთ კატალონიელ ჩავის და წლების მრისხანების მთელს სიმწუხარეს შეიგრძნობთ. განა ტრაგედია და რამე. ყველა ფეხბურთელის ბოლო რა თქმა უნდა მობერება და შესაძლებლობების შემცირებაა, მაგრამ ჩავი რაღაცნაირად, ერთიანად მობერდა და წლების მდინარება იმ დიადი “ბარსელონადან” რომელიც თავის დროზე ქვას არ ტოვებდა ქვაზე – ყველაზე მუხთლად სწორედ ჩავის ეტყობა.
10:57 | 11 მაისი, 2014
მარტინ პალერმო და სხვებიარგენტინელი მარტინ პალერმო ფეხბურთელობისას ისეთი გიჟი და შერეკილი ვინმე იყო, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მისგან კარგი და ჭკუადამჯდარი მწვრთნელი დადგებოდა? ამიტომაც, არასოდეს უნდა ვენდოთ მხოლოდ ადამიანის ერთ მხარეს და თავიდანვე არ უნდა დავუსვათ კაცს “დიაგნოზი” – ამისგან არაფერი გამოვაო.
19:37 | 08 მაისი, 2014
მაგარმუშტიანი ბიჭების უცნაური მეტსახელებიმეტსახელები პროფესიონალური კრივის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. ხშირია მოკრივეთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი. მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორი, სარეკლამო აგენტი, მწვრთნელი, მეტოქე, თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში მოკრივის მდგომარეობა, რა სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება. ხშირად კრივის ისტორია ამა თუ იმ მებრძოლს მხოლოდ მეტსახელით ინახავს.
10:26 | 04 მაისი, 2014
მუნდიალისწინა ვარაუდებირა მოხდება წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდეს? არცთუ რთული წარმოსადგენია რაც მოხდება. იქნება ბევრი სიმღერა, უფრო მეტი სიხარული და განუზომელი ბედნიერება მთელს ბრაზილიაში. მაგრამ, აი ის კი რთულად წარმოსადგენია მაშინ რა მოხდება, ბრაზილის ნაკრები ბრაზილიაში მეორედ რომ ვერ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამაზე ფიქრსაც კი ძალიან ღრმა ჩიხში შევყავარ. თან მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვიცით რაც მოჰყვა ბრაზილიის ვერგაჩემპიონებას 1950 წლის მუნდიალზე – დიდი არეულობა, ეკონომიკური კრიზისი და ბრაზილიელი ხალხის დიდი, უზარმაზარი შოკი.
10:01 | 01 მაისი, 2014
ფეხბურთელები და მოტრფიალე ქალებიფეხბურთელებზე შეყვარებულ გოგონათა მთელი თაობები ახსოვს საფეხბურთო სამყაროს. ვინ არ ყვარებიათ და როგორი სიფათის მქონე ჯეელებისათვის ჩახუტებაზე არ უოცნებიათ დედამიწის ოთხივ კუთხივ - ტიჯანი ბაბანგიდადან დაწყებული და რევაზ ჩელებაძით დამთავრებული. თუმცა, ქალთა თაობებს თავიანთი გამორჩეული კერპებიც ჰყოლიათ და დღესაც ჰყავთ. მაგალითად ისეთები როგორიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, გაბრიელ ბატისტუტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან. განგებამ უწყის, რამდენი ცრემლი დაღვრილა და რამდენი ნაღვლიანი ღამე გათენებულა საყვარელ ფეხბურთელებზე ფიქრში...
16:35 | 27 აპრილი, 2014
მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულამატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა, თბილისის დროით 21 საათზე, პირთამდე გადატენილ ოჩამჩირის სტადიონზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, საღამოს მინდორზე სისველის ნასახიც არსად იყო და სტადიონის დირექტორი, დავით გამბა სიამაყით ამბობდა, ბალახის ასე მალე აშრობა ჩვენს მიერ ამერიკაში შეძენილი ახალი საშრობი დანადგარის დამსახურებააო. ტრიბუნაზე მსხდომი 52 ათასი კაციდან, უმეტესობა რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა და ამას მათი თეთრ-წითელი მაისურების ფერებიც მოწმობდა, თუმცა სტუმრად ჩამოსულ ნიდერლანდელებსაც ათასამდე ქომაგი ჩამოჰყოლოდათ და ეს უკანასკნელნი ხმის ჩახლეჩვამდე ცდილობდნენ მასპინძელთა ყვირილისა და სიმღერის გადაფარვას, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.
18:47 | 21 აპრილი, 2014
კოლუმბიელი “გაბო”რამდენიმე დღის წინ, დიდი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. მარკესი, ეს იყო არამხოლოდ კოლუმბიის, არამედ სრულიად ლათინური ამერიკის უკვდავი სული, რომელიც აცოცხლებდა ამ საოცარი კონტინენტის ლიტერატურულ ცხოვრებას და რომელიც იყო ჭეშმარიტი წინამძღოლი ესპანურენოვანი ლიტერატურისა. ასეთი ხალხი როდესაც კვდება, ყველაზე მეტად ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათი ტოლ-სწორნი არ ჩანან (თუმცა ბევრი კარგი ლათინოამერიკელი მწერლები ვიცით) და როგორც ჩვენ ველოდებოდით (ალბათ ახლაც ველით) ახალი ვაჟას დაბადებას, ალბათ ისე დაელოდებიან ოკეანისგაღმელნიც ახალი გაბრიელ მარკესის - იგივე “გაბოს” (როგორც მას კოლუმბიაში ეძახდნენ) დაბადებას.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |