ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:19 | 10 აპრილი, 2014

პრობლემები აზროვნებაში და პრობლემები ინფრასტრუქტურაში

პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მხოლოდ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდით ვერ გადაწყდება, საკითხი იმაზე ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

10:37 | 06 აპრილი, 2014

დაჯარიმებული “ბარსელონას” ნაკვალევზე

სკანდალი თუ გინდა ესაა – კატალონიის “ბარსელონას” 2 წლის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს და გვარიანი ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ”ბარსელონა” რა თქმა უნდა, უბედური ქართული საფეხბურთო კლუბი არაა, აღნიშნული ჯარიმის გადახდას რომ შეეწიროს და ალბათ არც ორწლიანი უტრანსფერობა დააქცევს, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კატალონიური კლუბის დაჯარიმება პირველ ყოვლისა იყო იმის დასტური, რომ ფეხბურთში მანკიერებების არსებობა პირინეაზეც აღიარეს და ეს მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ბოსების ახირება არ იყო – როგორც ზოგიერთი ფიქრობდა.

ლევან სეფისკვერაძე

18:06 | 03 აპრილი, 2014

შიში და არცოდნა

ჩვენი თაობა გაიზარდა იმ დროსა და ისეთი ვითარებაში, როდესაც უფროსმა თაობამ, სიახლეები უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენერგა, მომდევნო თაობას კი სიახლეების ნამეტანი ეშინოდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არცოდნა და მომავლის (პროგრესის) შიშები ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად რჩება და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქართულ სპორტზეც აისახება ხოლმე.

ლევან სეფისკვერაძე

13:02 | 30 მარტი, 2014

ფეხბურთის ქომაგთა კატეგორიები

ძალიან ცდებით თუ გგონათ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი მუღამითა და გაცისკროვნებით უყურებს ფეხბურთს. ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთისგან ძალიან გასხვავებული ხალხია და თუკი მათ ბუნებასა და ინტერესებს ჩავწვდებით, ერთობ ეკლექტური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ.

ლევან სეფისკვერაძე

10:39 | 27 მარტი, 2014

კიდევ ერთხელ ბავშვთა სპორტზე...

ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის უმრწმესი ასაკის სპორტსმენებს – ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და  მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლევან სეფისკვერაძე

10:19 | 23 მარტი, 2014

ბლიც-ინტერვიუ ვიტიასთან

-       რა გქვია? -       ვიტია ბეზრუკოვი. -       სად ცხოვრობ? -       სიმფეროპოლში.

ლევან სეფისკვერაძე

14:29 | 20 მარტი, 2014

ბიჭი პალერმოდან

იტალია, პალერმო, 1992 წელი. სამი წლის შავკანიანი ბიჭუნა, ემიგრანტთა თავშესაფარში საწოლზე ზის და ტირის... პატარა მარიო ბარვუაე მშობლებმა მიატოვეს... მასზე დედ–მამამ უარი ოფიციალურად განაცადა. მარიო გაშვილების პროგრამაში ჩასვეს. ის ახალი მშობლების მოლოდინშია, მაგრამ ისინი არა და არ ჩანან, თუმცა, ზოგჯერ ოცნებებიც ხდება... იღება ოთახის კარი და ჭარმაგი სიცილიელი ცოლ–ქმარი, სერჯიო და რობერტა ბალოტელებს, შავტუხა ბიჭუნა ღიმილით აყავთ ხელში. რობერტა სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს. მათ უკვე საკუთარი შვილი ყავთ - პატარა მარიო ბალოტელი! მარიო ბალოტელი განაში 1990 წელს დაიბადა, თუმცა, ყოველთვის ამბობს, რომ იგი იტალიელია და განასთან დღეს არაფერი აკავშირებს. როდესაც ბალოტელი პალერმოს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მიაბარეს, ცინიკოსი ბავშვებისაგან ბევრი დამცირებისა და დაცინვის ატანა მოუხდა.

ლევან სეფისკვერაძე

13:32 | 16 მარტი, 2014

გიორგის დარდები

გიორგი 28 წლის კაცია. თავის დროზე ფეხბურთელი იყო და საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა უმაღლესი ლიგის ორ გუნდში. თუკი ოფიციალურ სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 19 თამაშში ამ ბიჭს (რომელიც ფეხბურთელობისას ნახევარმცველი ყოფილა) 6 გოლი გაუტანია, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისათვის მშვენიერი შედეგია. თუმცა, ფეხბურთელებისათვის უმთავრესი დაავადება, მუხლის მენისკი გაუხდა სამკურნალო. მკურნალობამ ცუდად ჩაიარა. ექიმების არაპროფესიონალიზმს გიორგის უფულობაც დაემატა თან და მოხდა ისე, როგორც მოხდა. გიორგი დღეს თბილისის ერთ–ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია და ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 400 ლარს იღებს, არც ბუნებრივია არ ყოფნის, თუმცა რაკი ცოლ–შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს, თავის გატანას მაინც ახერხებს.

ლევან სეფისკვერაძე

14:36 | 13 მარტი, 2014

ძალადობის გამართლება ფეხბურთის სახელით

ქუთაისში ჩხუბი იყო, უფრო ზუსტად - ცემა-ტყეპა, რადგან ჩემს თაობას ჩხუბი ცოტა სხვანაირად ესმის. ამის მერე იყო მსჯელობები, განხილვები, ამბის წაღმა-უკუღმა გარჩევა. სხვადასხვა ტელეარხებზე დასხდნენ სხვადასხვა ზომა-წონის “საფეხბურთო ექსპერტები” და ერთხმად მოჰყვნენ გულში მჯიღის ცემას და ოხვრა-კვნესას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და ალბათ კიდევ არაერთხელ ვნახავთ.

ლევან სეფისკვერაძე

14:13 | 09 მარტი, 2014

7 რჩევა მუნდიალზე წასვლის მსურველებს

თუკი ფეხბურთის ქომაგი ხარ, სვე-ბედს არ ემდური და საბანკო ანგარიშზეც ბლომად ფული გიჩხრიალებს, განა სისულელე არ იქნება, ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გამოტოვო?! განა მერე სანანებლად არ გაგიხდება, ასეთ განუზომელ სიამეზე უარის თქმა? ჰოდა, თუკი უკვე საამზაფხულოდ ემზადები და ბარგის შეკვრასაც საცაა დაიწყებ, ალბათ უპრიანი იქნება, წინასწარ გაითვალისწინო რა შეიძლება მოხდეს ბრაზილიაში და როგორ ამბებსა და ხალხს შეიძლება გადაეყაროს იბერთა მიწიდან ბრაზილიაში ჩასული ადამიანი.

ლევან სეფისკვერაძე

15:00 | 02 მარტი, 2014

კიდევ ერთხელ უჟმურ ჟოზეზე...

ისევ ჟოზე, ისევ ინგლისში, ისევ დაბოღმილი სახით და ისევ ჩემპიონობისათვის მებრძოლი... სამყაროში მრავალი რამ იცვლება – იცვლებიან ადამიანები, ქუჩები, იცვლებიან პოლიტიკური სისტემები და ბოლოს და ბოლოს, თაობები იცვლებიან, მაგრამ სეუ ჟოზე იგივეა მარად და მარად და მის შეჭმუხნულ შუბლსუკან მიმალულ ტვინში ძველებურად ფუთფუთებს მზაკვარული, ღვარძლიანი, აუტანელი, მაგრამ მთლიანობაში გენიალური აზრები. სწორედ ამიტომაც ჰყავს ამდენი მტერი!

<< პირველი<< წინა4647484950515253545556შემდეგი >>
0.307602