ბლოგი

10:27 | 03 მარტი, 2013

ბრაზილიური საფიქრალი

ამასწინათ, რივალდოს უთქვამს: “გულრწფელად მეცოდება ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრების ფეხბურთელები. ბევრმა მათგანმა, ალბათ, არც კი იცის, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რამხელა წნეხის წინაშე მოუწვეთ თამაშიო”, - ამ სიტყვების თქმის უფლება, ალბათ, მხოლოდ რივალდოს და მისი კალიბრის ფეხბურთელებს აქვთ, თორემ, ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და მით უმეტეს, ამ გუნდის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რაოდენი ბედნიერებაა, ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს ნებისმიერი გულშემატკივრისთვის.

11:44 | 28 თებერვალი, 2013

წერილი გლორიას

ჩემს ბავშვობაში როდესაც რუსეთის რუკას დავხედავდი, თვალი ყოველთვის ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ გამირბოდა.

12:39 | 24 თებერვალი, 2013

გერმანული კერძის რეცეპტი

სანამ კერძის მომზადებას დაიწყებდეთ, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ წელიწადის დრო და ინგრედიენტების ხარისხობრივი მაჩვენებელი. ამიტომ, ”ინგრედიენტებს” პირველ ყოვლისა ვუსინჯავთ ფეხებს, მომზადების დონეს, განწყობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს.

11:51 | 21 თებერვალი, 2013

კაცი, რომელსაც ჭიდაობა ძლიერ უყვარდა

ერთ წყნარსა და წესიერ კაცს ვიცნობ, რომლის ხმამაღალი სიტყვაც კი არავის გაუგია. დადის თავისთვის, დაფაჩუნობს... რომელიღაც ფირმაში დისტრიბუტორად მუშაობს და ასე, ავად თუ კარგად ინახავს თავის ცოლსა და ორ შვილს.

10:40 | 17 თებერვალი, 2013

ვინჩენცო სანტრეს აღსარება

ო, როგორი ბედნიერი ვიყავი 12 თებერვლის სუსხიან ღამეს, სენიორ ანტონიო. სქოთლენდის მწველი და ძვალ-რბილში გამტანი ქარებიც კი თითქოს სადღაც შორს დარჩა და ფიქრებით ჩემს ლამაზ ნეაპოლში დავბრუნდი. თითქოს, ისევ პატარა ბიჭი ვიყავი და ჭინჭრიან მდელოებზე მეც სხვებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ეს თქვენ და თქვენმა დიდებულმა გუნდმა მაგრძნობინა, სენიორ კონტე და მე ამას არასოდეს დაგივიწყებთ.

14:06 | 14 თებერვალი, 2013

ზლატანის “ჭია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისეთ ადამიანთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება, რომელთა ფიქრებსა და ზრახვებს ადვილად ამოვიცნობთ. ზლატანი არც ისეთი ვინმეა, პირი რომ მოაღოს და საკუთარი შეხედულებები წამდაუწუმ აფრქვიოს.

12:26 | 10 თებერვალი, 2013

ვენდოთ ჯანი ინფანტინოს?

ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ბევრ ფულს მრავალი პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, ყველაფერს მხოლოდ ფულით მართლაც ვერ იყიდით და ეს ჭეშმარიტება უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში გაახმოვანა.

11:22 | 07 თებერვალი, 2013

ზდენეკ ზემანის სინდრომი

როგორც იქნა აღსრულდა რომაელი ტიფოზების ოცნება და ზდენეკ ზემანი გუნდის მთავარი მწვრთელის პოსტიდან დაითხოვეს. მთელი ევროპა სულ სოფელ-სოფელ რომ დაიაროთ, ძალიან ძნელად ნახავთ ზდენეკ ზემანზე ჯიუტსა და გულზვიად კაცს. მისი ხასიათის სწორედ ეს აუტანელი მხარეებია იმის მიზეზი, რომ სადაც კი ეს ჩეხი სპეციალისტი მივიდა, თითქმის ყველგან უარყოფითი გავლენა მოახდინა.

11:58 | 03 თებერვალი, 2013

იმერეთში

-    პაწა შევისვენოთ ახლა, პლატონ ბატონო, თორემ გადავწყდით უკვე აღმა-დაღმა ამდენი წანწალით. აგერ, ახლოს, ჩემი მოკეთეს სახლი მეგულება და ერთ დოქ ცოლიკოურს რაფერ დაინანებს ჩვენთვის?! -    ჯერ ადრეა დასვენებაზე ფიქრი, კირილე. სანამ მთელს იმერეთს ბოლომდე არ დავივლით და სირბილი რომ არ ეზარებთ, იმფერ ფეხურთელებს არ ვნახავთ, მე არ ვაპირებ დასვენებას. შენ თუ გინდა, დეისვენე, ჩემო ბატონო. მე კი, გოვუყვები გზას...

12:13 | 31 იანვარი, 2013

რასიზმი - ფეხბურთის მოურჩენელი სენი

რასიზმი და ნეოფაშიზმი ის საშინელი დაავადებებია, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთს დღემდე წამლავს. ადამიანების ერთ ნაწილს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ფაშიზმი, რასიზმი, ანტისემიტიზმი და სხვა საზიზღრობები საბოლოოდ ჩაბარდებოდა წარსულს. მაგრამ, ეს ცრუ მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა.

14:17 | 27 იანვარი, 2013

შავგვრემანი და ქერა

ერთი ქერა იყო. ტანდაბალი და ცქვიტი. მეორე, მაღალი და შავგვრემანი - რუსები “კავკასიურსიფათიანებს” რომ ეძახიან, ისეთი. მანამდე, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ანდა, სად უნდა გაეცნოთ, როდესაც ერთი რუსეთის ჩრდილოეთში დაიბადა, მეორე კი სამხრეთში. შეხვედრა საფეხბურთო მოედანზე შედგა. რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის 29-ე ტურის მატჩი იყო.

<< პირველი<< წინა5758596061626364656667შემდეგი >>
0.335035