ბლოგი

11:05 | 27 სექტემბერი, 2012

გვჭირდება თუ არა ეროვნული სტადიონი?

მას შემდეგ, რაც ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა სახელი შეიცვალა და “დინამო არენად” გადაინათლა (სარბიელი კვლავინდებურად ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობისაა), ბუნებრივია გაჩნდა კითხვა: მომავალში ექნება თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს “ეროვნულად” წოდებული საკუთარი არენა და საერთოდ, რამდენად საჭიროა ეროვნული სტადიონი... პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ გულშემატკივრებს წესით არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობასთან, რომლებიც სტადიონის გადანათვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ. “დინამო არენა” თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და კლუბის ხელმძღვანელობას სრული უფლება აქვს, კუთვნილ არენას ის სახელი უწოდონ, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ.

16:02 | 23 სექტემბერი, 2012

დაქალები

- აუ, დაიწყო ეს ფეხბურთები და ჩემი ქმარი სულ გაგიჟდა, გოგო. მოჰყავს სახლში თავისი გადარეული ძმაკაცები, უყურებენ ფეხბურთს და სკდებიან ლუდით. აღარ ვიცი, რა ვქნა. ღამე და დღე არეული მაქვს, მაგათი გადამკიდე... - შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო კარგო. შენი ქმარი სახლში მაინც უყურებს ფეხბურთს. ჩემი სახლში ცქერას არ კადრულობს, ბატონო. ყოველ საღამოს ბარში დაეთრევა და ხან დილამდე არ ბრუნდება შინ. - ნეტა რამ შეაყვარათ ეს ფეხბურთი. იცი რამდენჯერ ვცადე მეც ყურება? მაგრამ, რატომაა საინტერესო, მაინც ვერ გავიგე. კარგი, გასაგებია, რომ ბურთი თუ კარში გავა, რომელიმე გუნდი მოიგებს, მაგრამ ხან საერთოდ რომ ვერ გააქვთ ბურთი? ჩემი ქმარი კიდევ იგინება, იფურთხება და ამსხვრევს ყველაფერს.

20:12 | 20 სექტემბერი, 2012

ფლორენციაში “უძღები შვილი” დაბრუნდა

“ფიორენტინაში” დაბრუნებულმა ფლორენციის “უძღებმა შვილმა”, ლუკა ტონიმ, გასულ კვირას, “კატანიასთან” მატჩის დროს, შეცვლაზე გამოსვლისთანავე გაიტანა გოლი და ფლორენციელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასეთი რამ ყოველდღე ნამდვილად არ ხდება. ყოველდღე, გუნდებში ძველი ბომბარდირები არ ბრუნდებიან და არც მინდორზე შესვლისთანავე გააქვთ გოლი. თუმცა, ლუკას დაბრუნებამ და გოლმა, განსაკუთრებული ხმაური მაინც არ გამოიწვია. “იების ქალაქში” ლუკა ტონის სახელი ისე ომახიანად ვეღარ ჟღერს, როგორც ადრე. “არტემიო ფრანკიზე” შეკრებილი ტიფოზები დღეს სხვა სახელს ჰყვირიან და სხვა კუმირი ჰყავთ. მით უმეტეს, ლუკა ტონის, ფლორენციაში ბევრი მოღალატედ მიიჩნევს.

19:07 | 16 სექტემბერი, 2012

ჟოზე არ იცვლება

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი ჯერ ხეირიანად არც კი გახურებულა და ერთგვარი სენსაციის მომსწრენი უკვე გავხდით. სულ 4 ტურია გამართული და ”ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის დაშორება უკვე მთელ 8 ქულას შეადგენს. მთავარი მოვლენები, რასაკვირველია, წინ გველის და ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ მადრიდელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ გააგრძელებენ, მაგრამ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ჩემპიონატის წინ, სულ სხვაგვარი პროგნოზები კეთდებოდა.

19:42 | 13 სექტემბერი, 2012

სოფია ნოსეტი-კლეპაკა – გახსოვდეთ ეს სახელი!

პოლონელი რომ ვიყო, ნამდვილად ვიამაყებდი ისეთი დიდებული ადამიანის თანამემამულეობით, როგორიც 26 წლის სერფერი გოგონა, სოფია ნოსეტი-კლეპაკაა. სოფიამ წლეულს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ვინდსერფინგში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქამდეც არაერთ სპორტსმენს მოუპოვებია და მომავალშიც ბევრი მოიპოვებს, მაგრამ სოფია სულ სხვა ადამიანია. მის მკერდში სულ სხვანაირი გული ძგერს...

17:41 | 09 სექტემბერი, 2012

შენი ქვეყანა თუ “ლაღი ფეხბურთი?”

საქართველოში ჩამოსული ესპანელი ჟურნალისტიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ თბილისში გასამართი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების საგულშემატკივროდ აპირებს მისვლას. ვის გულში რა ცეცხლი ანთია, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ უაზრობა და მეტიც – გოიმობა მგონია, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში შენი ქვეყნის, თუნდაც სუსტ ნაკრებთან მატჩში უგულშემატკივრო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ იმიტომ, რომ ”ჩვენების არ გჯერა” და ”ესპანელები ლაღ ფეხბურთს თამაშობენ”. შეიძლება, ზოგს ეწყინოს, როდესაც ქართველი ქომაგის მხრიდან, თბილისში ესპანელების გულშემატკივრობას ”გოიმობას” ვუწოდებ, მაგრამ სხვა ეპითეტის გამოძებნა ნამდვილად მიჭირს.

11:42 | 06 სექტემბერი, 2012

ტაიტური შელოცვა

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ალბერტო მალეზანი ნატურალური ღვინის დიდი მოყვარული ყოფილა. მაშინ, როდესაც სენიორ ალბერტო იტალიურ ”ჯენოას” წვრთნიდა, ერთ გენუელ ნატურალური ღვინით მოვაჭრეს დაუმეგობრდა და მისი ეს ღვინოში ჩაბუჟბუჟებული ამბავიც გაგიკვირდებათ და სწორედ იმ იტალიელი ღვინით მოვაჭრისაგან ვიცი. უფრო ზუსტად კი, იმ ღვინით მოვაჭრის ქართველი მეგობრისგან, რომელმაც სხვა საინტერესო გენუური ამბებიც გამიმხილა.

19:13 | 02 სექტემბერი, 2012

შესაძლებელი წარსული

ბოლო წლებში, ძალიან საინტერესო ტექსტები დაიწერა იმის შესახებ, როგორ განვითარდებოდა საქართველო, თუკი ჩვენი ქვეყანა გასაბჭოებასა და ბოლშევიკურ ტირანიას გადაურჩებოდა. ეს არის ერთგვარი შესაძლებელი წარსული, რომელიც არასოდეს ყოფილა და ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა... ბოლო დროს, ხშირად მიფიქრია, როგორ განვითრდებოდა ჩვენი ქვეყანა სპორტული კუთხით, თუკი რუსულ ოკუპაციას გადავურჩებოდით. ახლა მინდა ჩემი ”წარსულის ილუზიები” თქვენც გაგიმხილოთ...

10:52 | 30 აგვისტო, 2012

მოლას შეგირდი ემირი

ჩვენს დროში მაჯის საათი აბა ვიღას სჭირდება? ამ პრანჭია და ფუფუნებისმოყვარე ხალხს რას ვუზამთ, ძვირადღირებული საათებით რომ თავმომწონებენ, თორემ რომელ ქალაქშიც გინდა, სადაც კი გაიხედავ, უკვე ყველგან საათი დგას ან კიდია. მობილურ ტელეფონებში ჩასკუპებულმა საათებმა ხომ სხვა თვალით დაგვანახეს დროის არსი. სტამბოლელ მოლას შეგირდს, სახელად ემირს, მაჯის საათი არასოდეს ჰქონია. ერთხელ, ყმაწვილობაში მეგობრებმა აჩუქეს კიდეც, მაგრამ ხელზე ვერ იგუა და სადღაც მიაგდო და ამის შემდეგ არც კი გახსენებია. არადა, საათი სულ სჭირდებოდა. ქადაგებებისა და ლოცვის დაწყების დროს, სადილ-ვახშმის დროის გასაგებად და რასაკვირველია მაშინ, როდესაც ”გალათასარაის” თამაშის დრო ახლოვდებოდა.

12:44 | 27 აგვისტო, 2012

ბიჭი ბიბლიოთეკის ეზოში

ზაფხული. ყველასგან მივიწყებული დაბა. პატარა მაღაზია, გვერდით იაფფასიანი სასადილო. უკან სადალაქო და უსაქმურობით მოწყენილი ულვაშებიანი დალაქი, რომელიც გამუდმებით შესასვლელთან დგას და ზეზეულად ამთქნარებს. აღმართში  სკოლა გამოჩნდა, რომლის ფანჯრის ანჯამები პატარა ნიავის დაბერვის დროსაც კი ჭრიალებს. სკოლის გვერდით კი ძველი, დამპალსახურავიანი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის უკანა კედელს ბოლო ზამთრისათვის ვერ გაუძლია და ჩამოქცეულა.

18:05 | 19 აგვისტო, 2012

მოსალოდნელი მოლოდინი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას წლეულსაც რაღაცნაირი, უცნაური მოლოდინით ველი. ვისაც სერია ”ა” არ ეპიტნავება, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ამ მოლოდინის ამბავი. ბოლო 5 წელიწადია, თუკი რაიმე სახის სკანდალი არსებობს, ყველაფერი მაინცა და მაინც იტალიაში მოხდა. აგერ, ჩვენი ჯილა, უნიჭიერესი ახალგაზრდა მწვრთნელი - ანტონიო კონტე, დისკვალიფიკაციის გამო, მთელი 10 თვე ვერ გაუძღვება ”იუვენტუსს”. ეს ”მილანია” და თითქოს ფული არ უჭირს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელებს პანტა-პუნტით ჰკარგავს. ჩაწყობილმა თამაშებმა და ამ თამაშების გამო ატეხილმა აურზაურმა ხომ მოგვწამლა და მოგვწამლა. ზლატანის ამბავი არც მკითხოთ...

<< პირველი<< წინა6162636465666768697071შემდეგი >>
0.230084