| | |
|
16:30 | 12.05.2021 ოლივერ კანი: "ჰოლანდი 100 მილიონი ევრო ღირს და "ბაიერნისთვის" ეს წარმოუდგენელია"
მიუნხენის „ბაიერნის“ გამგეობის წევრმა ოლივერ კანმა ნორვეგიელი თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და ლეგენდარულმა გერმანელმა კიპერმა ეს ამბავი პრაქტიკულად გამორიცხა.
| |
21:40 | 11.05.2021 ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებთან ახლოსაა
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს-დიტერ ჰლიკი უახლოვდება. „ბუნდესნაკრების“ დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა დაადასტურა, რომ „ბაიერნის“ ჯერ კიდევ მოქმედ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
|
|
22:18 | 09.05.2021 „ჰერტამ“ „არმინიასთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
კვირას ბუნდელიგის 32-ე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა: „კიოლნმა“ შინ „ფრაიბურგთან“ 1:4 წააგო, „აინტრახტი“ „მაინცს“ დაუზავდა (1:1), ხოლო „ჰერტა“ – „არმინიას“ (0:0).
| |
20:27 | 09.05.2021 გორეცკას დილემა
„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, ბუნდესლიგის 35-ე ტურის მატჩში „გლადბახის“ წინააღმდეგ (6:0), ტრავმა მიიღო და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს - გვამცნობს Kicker.
|
|
19:30 | 08.05.2021 ზედიზედ მეცხრე "ვერცხლის სინი" - "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია
მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა „ვერცხლის სინი“ უთამაშებლად გაიფორმა, მას მერე, რაც მისი უახლოესი მდევარი „ლაიფციგი“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა. ...
| |
12:08 | 08.05.2021 რაული გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა შესაძლოა ზაფხულიდან ფრანკფურტის „აინტრახტი“ ჩაიბაროს. გერმანული მედიის თანახმად, ფრანკფურტელები ესპანელი მწვრთნელის კანდიდატურით დაინტერესებულნი არიან.
|
|
16:41 | 07.05.2021 ლევანდოვსკის დამატება "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" უნდათ
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
| |
19:50 | 06.05.2021 "დორტმუნდმა" "მანჩესტერს" სანჩოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მოსთხოვა
ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევის ჯეიდონ სანჩოს შეძენას აპირებს. ბრიტანული მედიის ცნობით, გერმანელებმა ინგლისელებს ნიჭიერი ფეხბურთელი შეუფასეს.
|
|
16:54 | 05.05.2021 ლემანი რასისტული მესიჯის გამო "ჰერტადან" გაათავისუფლეს
ბერლინის „ჰერტადან“ იენს ლემანი რასისტიული მესიჯის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
| |
21:43 | 04.05.2021 ოფიციალურად: ხავი მარტინესი ზაფხულში "ბაიერნს" დატოვებს
მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის დასრულების შემდეგ ხავი მარტინესი დატოვებს. „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელ ნახევარმცველს კონტრაქტი ეწურება და მას არ გაახანგრძლივებს. ...
|