| | |
|
18:10 | 21.06.2022 სადიო მანე მიუნხენშია
სადიო მანე მიუნხენში ჩავიდა და „ბაიერნის“ ფეხბურთელი სულ მალე ოფიციალურად გახდება. სენეგალელი შემტევი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო ოთხშაბათს მისი პრეზენტაცია გაიმართება.
| |
12:47 | 21.06.2022 „ნიუკასლი“ აზარს ყიდულობს
დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, თორღან აზარმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. მისით „ნიუკასლი“ დაინტერესდა - გვამცნობს Bild.
|
|
11:49 | 21.06.2022 დღეს სადიო მანე მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე დღეს, 21 ივნისს მიუნხენში ჩავა და „ბაიერნში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის - გვამცნობს Sky Sports.
| |
12:15 | 20.06.2022 გიოტცე ბუნდესლიგაში ბრუნდება
პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი მარიო გიოტცე გერმანიაში ბრუნდება და დიდი ალბათობით, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport 1 ავრცელებს.
|
|
19:18 | 19.06.2022 "დორტმუნდი" ალეს შეძენასთან ახლოსაა
დორტმუნდის „ბორუსია“ ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდის, სებასტიან ალეს ტრანსფერთან ახლოსაა. Bild-ის ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა კოტ დივუარელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.
| |
14:17 | 19.06.2022 "ბაიერნი" ლაიმერის გადაბირებაზე მუშაობს
მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველის, კონრად ლაიმერის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
|
|
01:29 | 18.06.2022 ლევანდოვსკი: "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს "ბაიერნის" ფანები გამიგებენ"
მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „რეკორდმაისტერის“ ფანები ერთ დღეს მას გაუგებენ. პოლონელმა არ დამალა, რომ კლუბის დატოვება უნდა.
| |
18:46 | 17.06.2022 სანდო წყაროები ადასტურებენ: მანე ბაიერნის ფეხბურთელია
სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. სენეგალელი ფეხბურთელის მიუნხენური კლუბის რიგებში ტრანსფერს სხვა გავლენიან წყაროებთან ერთად ცნობილი ჟურნალისტები ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანოც ადასტურებენ. ...
|
|
11:23 | 16.06.2022 მანე „ბაიერნს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა
„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე, „ბაიერნს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
| |
13:51 | 14.06.2022 „ბაიერნმა“ მესამედ მიმართა „ლივერპულს“ მანეს თაობაზე
მიუნხენის „ბიერნმა“ მესამედ მიმართა „ლივერპულს“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე - გვამცნობს Bild.
|