|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:02 | 18.01.2014 18 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1954 – დაიბადა ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ...
| |
10:33 | 17.01.2014 17 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1961 – დაიბადა მაია ჩიბურდანიძე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში (1978, 1981, 1984, 1986, 1988). საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა (1977), ასევე მამაკაცთა (1984) შორის. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ...
| |
01:50 | 16.01.2014 16 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1935 – დაიბადა უდო ლატეკი. გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. მუშაობდა გფრ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, მიუნხენის “ბაიერნში” ...
| |
10:39 | 15.01.2014 15 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში კი ...
| |
10:20 | 14.01.2014 14 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1948 – დაიბადა ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ...
| |
10:59 | 13.01.2014 13 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1947 – კარლეს რექსაჩი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი. კატალონურ კლუბში გაატარა 17 სეზონი (1964-81). 1979 წელს დაეუფლა თასების თასს, 1971-ში მოიგო ბაზრობათა თასი. თასების ...
| |
10:37 | 12.01.2014 12 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937 – დაიბადა მიხეილ მესხი. თბილისის ”დინამოში” თამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელს იცავდა თბილისის ”ლოკომოტივის” ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 53 ...
| |
01:15 | 11.01.2014 11 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1915 – დაიბადა გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ...
| |
10:45 | 10.01.2014 10 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1949 – დაიბადა ჯორჯ ფორმენი. ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. იასპარეზა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წლიდან ჯორჯ ფორმენი გადავიდა ...
| |
00:51 | 09.01.2014 9 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1957 – დაიბადა ვიტალი დარასელია. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. ჩაატარა საკავშირო პირველობის 192 (26 გოლი), საერთაშორისო 56 (მათ შორის ევროთასების 30, ...
|
|
 |
|