|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:47 | 01.11.2012 1 ნოემბერი
1963. დაიბადა მარკ ჰიუზი. უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ფორვარდი გამოდიოდა “მანჩესტერ იუნაიტედში” (1980-86, 1988-95), “ბარსელონაში” (1986-88), “ბაიერნში” ...
| |
09:33 | 31.10.2012 31 ოქტომბერი
1968. დაიბადა კახი გოგიჩაიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “შევარდენის”, “სამტრედიის” ფორვარდი. საქართველოს 1990, 1991, 1996, 1997 და 1999 წლების ...
| |
10:04 | 30.10.2012 30 ოქტომბერი
1960. დაიბადა დიეგო არმანდო მარადონა. “ფეხბურთის ღმერთად” წოდებული არგენტინელი მოთამაშე. მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979), არგენტინის ჩემპიონი (1981), ესპანეთის თასის და სუპერთასის ...
| |
10:27 | 29.10.2012 29 ოქტომბერი
1960. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალიმ) პროფესიონალურ რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა ტუნი ჰანსეიკერი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
| |
11:26 | 28.10.2012 28 ოქტომბერი
1933. დაიბადა გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ...
| |
10:26 | 27.10.2012 27 ოქტომბერი
2007. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვა. ფინალში ქართველებმა ფრანგებს ერთქულიანი უპირატესობით სძლიეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნესტორ ხერგიანი, ...
| |
10:45 | 26.10.2012 26 ოქტომბერი
1980. დაიბადა ლადო ბურდული. საქართველოს ნაკრების, თბილისისა და კიევის “დინამოს”, “თბილისის”, თბილისის “ლოკომოტივის”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, “კრივბასის”, ...
| |
10:30 | 25.10.2012 25 ოქტომბერი
1962. დაიბადა მამუკა აბუსერიძე. თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ლანჩხუთის „გურიას“, „შევარდენის“ მეკარე. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების ...
| |
10:01 | 24.10.2012 24 ოქტომბერი
1963. დაიბადა გურამ გედეხაური. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. სსრკ ჩემპიონი (1989) და სამგზის მეორე პრიზიორი (1987, 1988, 1990). ივან პოდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ...
| |
10:55 | 23.10.2012 23 ოქტომბერი
1940. დაიბადა პელე (ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ). მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ფორვარდი (სიმაღლე: 173 სმ). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) ...
|
|
 |
სარეკლამო ადგილი - 6 250 x 250 |
|