|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:36 | 07.03.2012 7 მარტი
1960. დაიბადა ივან ლენდლი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირთაგან 1985, 1986, 1987 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 1984, 1986, 1987 წლებში ...
| |
10:21 | 06.03.2012 6 მარტი
1973. დაიბადა რეზო ჩხეიძე. საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების, თბილისის "დინამო", "კაკტუსის", "ვითას", აგრეთვე ისრაელის "მაკაბის", "ხაპოელ ცკატის", ...
| |
10:47 | 05.03.2012 5 მარტი
1938. დაიბადა ბორის ნიკიტინი. თბილისელი მოცურავე. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 200 მეტრზე ესტაფეტით გაცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მონაწილეობდა რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე (მეშვიდე ადგილი). ...
| |
11:45 | 04.03.2012 4 მარტი
1951. დაიბადა კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს ...
| |
10:49 | 03.03.2012 3 მარტი
1953. დაიბადა ზიკო (არტურ არტუნიეს კოიმბრა). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა (1978, 1982, 1986). 1978 წელს გუნდთან ერთად ...
| |
11:20 | 02.03.2012 2 მარტი
1987. დაიბადა ნუკრი რევიშვილი. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, ყაზანის “რუბინის”, მახაჭყალის “ანჟის”, “კრასნოდარის” მეკარე. საქართველოს ნაკრებში ...
| |
11:14 | 01.03.2012 1 მარტი
1943. დაიბადა ხოსე ანხელ ირიბარი. ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე. 1962-80 წლებში ბასკური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 614 ოფიციალური მატჩი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ...
| |
23:55 | 28.02.2012 29 თებერვალი
1956. დაიბადა თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ...
| |
10:26 | 28.02.2012 28 თებერვალი
1971. დაიბადა დავით ხახალეიშვილი. მძიმე წონოსან ძიუდოისტთა შორის ბარსელონას ოლიმპიური ჩემპიონი (1992). დავით ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია. 1991 წლის მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ...
| |
09:33 | 27.02.2012 27 თებერვალი
1978. დაიბადა კახა კალაძე. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ...
|
|
 |
|