|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
11:37 | 26.02.2012 26 თებერვალი
1928. დაიბადა ვაჟა ჟღენტი. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954) და მესამე პრიზიორი (1952). საკავშირო თასის ორგზის მფლობელი ...
| |
10:35 | 25.02.2012 25 თებერვალი
1935. დაიბადა პეპე (ჟოსე მასია). ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა (1955-65) და “სანტოსის” (1954-69) გარემარბი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. 1962 ...
| |
09:50 | 24.02.2012 24 თებერვალი
1940. დაიბადა დენის ლოუ. შოტლანდიელი ფეხბურთელი. 1960 წლიდან “მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ხოლო 1962 წელს ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში ...
| |
11:07 | 23.02.2012 23 თებერვალი
1935. დაიბადა როსტომ აბაშიძე. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1963). სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1957, 1960, 1962). 1957 წელს, გახდა ახალგაზრდობის ...
| |
12:09 | 22.02.2012 22 თებერვალი
1973. დაიბადა შოთა არველაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “მართვესა” და “დინამოს,” “ტრაბზონსპორის,” ამსტერდამის “აიაქსის,” გლაზგოს “რეინჯერსის”, ...
| |
11:21 | 21.02.2012 21 თებერვალი
1988. დაიბადა ბექა გოცირიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “ამერის”, “ზესტაფონის”, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს”, კრივოი როგის “კრივბასის” ფორვარდი. საქართველოს ...
| |
12:07 | 20.02.2012 20 თებერვალი
2011. ლოს ანჯელესში ჩატარებულ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 148:143 მოუგო. კობი ბრაიანტმა 37 ქულა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ...
| |
12:28 | 19.02.2012 19 თებერვალი
1954. დაიბადა სოკრატესი (სრული სახელი: სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრებისა და “ბოტაფოგოს,” “კორინთიანსის,” ფლორენციის “ფიორენტინას,” ...
| |
11:06 | 18.02.2012 18 თებერვალი
1967. დაიბადა რობერტო ბაჯო. იტალიის ნაკრების, “ბრეშას,” “ფიორენტინას,” “იუვენტუსის,” “მილანის,” “ინტერის,” “პერუჯას” ფლეიმეიკერი. ...
| |
10:41 | 17.02.2012 17 თებერვალი
1963. დაიბადა მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ...
|
|
 |
|