|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
20:42 | 17.12.2011 18 დეკემბერი
2010. მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მილანის “ინტერმა” კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის “მაზემბეს” 3:0 მოუგო. გოლები პანდევმა, ეტო’ომ და ბიაბიანიმ გაიტანეს. ...
| |
11:00 | 17.12.2011 17 დეკემბერი
1971. დაიბადა იგორ კოკოშკოვი. სერბი საკალათბურთო სპეცილისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ნბა-ს “ფინიკს სანზის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. კოკოშკოვის დამრიგებლობით ...
| |
10:37 | 16.12.2011 16 დეკემბერი
2007. იტალიურმა “მილანმა”, რომლის ღირსებას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი, კახა კალაძე იცავდა, იოკოჰამაში გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, არგენტინული ...
| |
11:05 | 15.12.2011 15 დეკემბერი
1952. დაიბადა ალან როდენკამ სიმონსენი. დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების (1972-86), მიონხენგლადბახის “ბორუსიას” (1972-79), “ბარსელონას” (1979-83), “ჩარლტონ ატლეტიკის” ...
| |
10:04 | 14.12.2011 14 დეკემბერი
1979. დაიბადა მაიკლ ჯეიმს ოუენი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1996-04), მადრიდის “რეალის” (2004-05), “ნიუკასლ იუნაიტედის” (2005-09), “მანჩესტერ იუნაიტედის” ...
| |
11:43 | 13.12.2011 13 დეკემბერი
1982. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო გოლის ავტორი ვიტალი დარასელია.
| |
23:16 | 11.12.2011 12 დეკემბერი
1976. დაიბადა ირაკლი ხოშტარია. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ავიამშენის” კალათბურთელი. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და ეროვნული თასი. ამჟამად თბილისის ...
| |
01:02 | 11.12.2011 11 დეკემბერი
1981. დაიბადა ხავიერ სავიოლა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ბარსელონას”, “მონაკოს”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ბენფიკას” ...
| |
10:55 | 10.12.2011 10 დეკემბერი
1987. დაიბადა გონსალო იგუაინი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების, “რივერ პლეიტისა” და მადრიდის “რეალის” ფორვარდი. 2007 და 2008 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2008 წელს მოიპოვა ...
| |
10:59 | 09.12.2011 9 დეკემბერი
2006. შოთა ხაბარელი ძიუდოისტთა დამრიგებლებს შორის ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
|
|
 |
|