|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
11:33 | 08.12.2011 8 დეკემბერი
1941. დაიბადა ჯეფრი ჰერსტი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” (1959-72), “სტოკ სიტის” (1972-75) ფორვარდი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ჰერსტი ...
| |
13:19 | 07.12.2011 7 დეკემბერი
1956. დაიბადა ლარი ბერდი (მეტსახელი – “ლარი ლეგენდა”). მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თამაშობდა ინდიანას კოლეჯის გუნდსა და “ბოსტონ სელტიკსში”. ...
| |
00:19 | 06.12.2011 6 დეკემბერი
1907. დაიბადა ჯოვანი ფერარი. იტალიის ნაკრების, “ალესანდრიას”, “იუვენტუსის” (1930-35, 1941-42), “ინტერის” (1935-40), “ბოლონიას” (1940-41) ნახევარმცველი. ...
| |
00:29 | 05.12.2011 5 დეკემბერი
1953. დაიბადა მიხეილ სალაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1981 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (100 კგ წონითი კატეგორია). დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ. იმავე წელს გახდა მსოფლიოს თასის ...
| |
10:30 | 04.12.2011 4 დეკემბერი
1963. დაიბადა სერგეი ბუბკა. ლეგენდარული უკრაინელი მძლეოსანი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1988 წლის ოლიმიური ჩემპიონი. ზედიზედ ექვსჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ...
| |
10:35 | 03.12.2011 3 დეკემბერი
1981. დაიბადა დავიდ ვილია. ესპანეთის ნაკრების, ხიხონის “სპორტინგის” (2000-03), “სარაგოსას” (2003-05), “ვალენსიას” (2005-10), “ბარსელონას” (2010 წლიდან) ...
| |
10:56 | 02.12.2011 2 დეკემბერი
1940. დაიბადა ვლადიმერ რუბაშვილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (62 კგ წონითი კატეგორია). რომის 1960 წლის ...
| |
10:52 | 01.12.2011 1 დეკემბერი
1964. დაიბადა სალვატორე (ტოტო) სკილაჩი. იტალიის ნაკრების (1990-91), “მესინას” (1982-89), ტურინის “იუვენტუსის” (1989-92), მილანის “ინტერის” (1992-94) და იაპონური “ჯუბილო ...
| |
00:38 | 30.11.2011 30 ნოემბერი
1960. დაიბადა გარი ლინეკერი. ინგლისელი ცენტრფორვარდი. გამოდიოდა “ლესტერ სიტიში” (194 მატჩი, 95 გოლი), “ევერტონში” (41, 30), “ბარსელონაში” (99, 44), “ტოტენჰემ ...
| |
12:00 | 29.11.2011 29 ნოემბერი
1973. დაიბადა რაიან გიგზი. უელსის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი. ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ აქვს მოპოვებული ინგლისის ჩემპიონის ტიტული. “მანჩესტერის” რიგებში ჩატარებული ...
|
|
 |
|