ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:45 | 21.04.2011

021 აპრილი

1955. დაიბადა ტონინიო სერეზო. 1970-80-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის პირველობის პრიზიორი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების ორმოცდათვრამეტ ...

09:28 | 20.04.2011

020 აპრილი

1931. დაიბადა ავთანდილ ჭკუასელი. თბილისის “დინამოს” ფორვარდი (1950-59). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის მონაწილე. ...

09:35 | 19.04.2011

119 აპრილი

1974. დაიბადა გიორგი ვაზაგაშვილი. ქართველი ძიუდოისტი (66 და 71 კგ წონითი კატეგორია). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 1997). 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატების ...

09:43 | 18.04.2011

118 აპრილი

2007. კარდიფში გამართულ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, ევროპის 2012 წლის პირველობის მასპინძლები გამოვლინდნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომს “ძველი კონტინენტის” ...

10:15 | 17.04.2011

117 აპრილი

1916. დაიბადა ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” ...

11:01 | 16.04.2011

016 აპრილი

1972. დაიბადა ლუკა კურტანიძე. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (90 კგ) 2002 და 2003 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ქართველ მოჭიდავეთაგან ყველაზე მეტჯერ, ...

10:04 | 15.04.2011

015 აპრილი

1935. დაიბადა ავთანდილ ქორიძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1960 წლის რომის ოლიმპიური ჩემპიონი (67 კგ წონითი კატეგორია). გარდა ამისა, ავთანდილ ქორიძე 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მან გაიმარჯვა ...

10:50 | 14.04.2011

014 აპრილი

1941. დაიბადა ფარნაოზ ჩიკვილაძე. ძიუდოისტთა შორის (80 კგ წონითი კატეგორია) ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი. 1965 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის პირველობის ორგზის ვერცხლის პრიზიორი ...

10:33 | 13.04.2011

113 აპრილი

1978. დაიბადა კარლეს პუიოლი. ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველი. მსოფლიოს (2010) და ევროპის (2008) ჩემპიონი. კატალონიელთა კლუბის კაპიტანია. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი ...

10:15 | 12.04.2011

012 აპრილი

1912. დაიბადა არსენ მეკოკიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (+100 კგ წონითი კატეგორია) ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საბჭოთა ...

1.287586