|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:58 | 02.03.2011 2 მარტი
1987. დაიბადა ნუკრი რევიშვილი. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, ყაზანის “რუბინის” და მახაჩყალის “ანჟის” მეკარე. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 14 ...
| |
10:34 | 01.03.2011 1 მარტი
1943. დაიბადა ხოსე ანხელ ირიბარი. ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე. 1962-80 წლებში ბასკური კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 614 ოფიციალური მატჩი. 1964 წელს, გახდა ევროპის ჩემპიონი. ...
| |
22:58 | 27.02.2011 28 თებერვალი
1971. დაიბადა დავით ხახალეიშვილი. მძიმე წონოსან ძიუდოისტთა შორის, ბარსელონას ოლიმპიური ჩემპიონი (1992). დავით ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია. 1991 წლის მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ...
| |
01:21 | 27.02.2011 27 თებერვალი
1978. დაიბადა კახა კალაძე. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ეროვნული ...
| |
09:52 | 26.02.2011 26 თებერვალი
1973. დაიბადა ოლე გუნარ სოლსკიაერი. ნორვეგიის ნაკრების, “კლაუსენენგენის,” “მოლდესა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. სოლსკიაერმა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ...
| |
11:08 | 25.02.2011 25 თებერვალი
1935. დაიბადა პეპე (ჟოსე მასია). ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა (1955-65) და “სანტოსის” (1954-69) გარემარბი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. 1962 ...
| |
11:08 | 24.02.2011 24 თებერვალი
1940. დაიბადა დენის ლოუ. შოტლანდიელი ფეხბურთელი. 1960 წლიდან “მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ხოლო 1962 წელს, ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში ...
| |
10:14 | 23.02.2011 23 თებერვალი
1935. დაიბადა როსტომ აბაშიძე. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1963). სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1957, 1960, 1962). 1957 წელს, გახდა ახალგაზრდობის ...
| |
23:57 | 21.02.2011 22 თებერვალი
1973. დაიბადა შოთა არველაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “მართვესა” და “დინამოს,” “ტრაბზონსპორის,” ამსტერდამის “აიაქსის,” გლაზგოს “რეინჯერსის”, ...
| |
01:10 | 21.02.2011 21 თებერვალი
2010. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე, ქალ ბიატლონისტთა შორის, პირველობა გერმანელმა მაგდალენა ნოიერმა მოიპოვა. ეს მისი მესამე ოლიმპიური მედალი გახლავთ, რომელთაგან 2 ოქროსია.
|
|
 |
|