|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:05 | 01.07.2018 1 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1976. დაიბადა პატრიკ კლუივერტი. წარმოშობით სურინამელი ფორვარდი. იცავდა ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” “მილანის,” “ბარსელონას,” “ნიუკასლის,” “ვალენსიას,” პსვ-ს, “ლილის” ღირსებას. “აიაქსთან” ერთად მოგებული ...
| |
09:59 | 30.06.2018 30 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1985 - დაიბადა მაიკლ ფელპსი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე. ოლიმპიური თამაშების (ათენის, პეკინის ლონდონის ოლიმპიადების) 22-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობების 21-გზის გამარჯვებული, 2003, 2004, 2006, ...
| |
09:58 | 28.06.2018 28 ივნისი მსოფლიოს სპორტის ისტორიაში
1971. დაიბადა ფაბიენ ბარტეზი. საფრანგეთის ნაკრების, “ტულუზას”, “მარსელის”, “მონაკოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ნანტის” გოლკიპერი.
| |
09:58 | 26.06.2018 26 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1968. დაიბადა პაოლო მალდინი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. 1985 წლიდან 2009 წლის მაისამდე იცავდა “მილანის” ღირსებას. იტალიის სერია A-ს შვიდგზის (1988, 1992, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004), UEFA-ს ...
| |
10:15 | 24.06.2018 24 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1987. ლიონელ (ლეო) მესი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისისა” და “ბარსელონას” ფორვარდი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 88 გოლი, გაიტანა 40 გოლი. ...
| |
09:57 | 23.06.2018 23 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1972 – დაიბადა ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
| |
09:57 | 21.06.2018 21 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1955. დაიბადა მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის მეოცე საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო ...
| |
09:56 | 20.06.2018 20 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა გია გეგუჩაძე. თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი. 2004 წელს “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
| |
09:55 | 19.06.2018 19 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1978 - დირკ ნოვიცკი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დალას მავერიკსის” ფორვარდი (213 სმ). პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი.
| |
10:02 | 17.06.2018 17 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1945 - დაიბადა ედი მერქსი. ლეგენდარული ბელგიელი ველოსიპედისტი. 1969-74 წლებში ხუთჯერ მოიგო ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლა “ტურ დე ფრანსი”. ასევე ხუთჯერ მოიგო “ჯირო დ’იტალია” (1968, 1970, 1972, ...
|
|
 |
|