ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:00 | 17.04.2018

017 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1916 - დაიბადა ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” ...

10:00 | 16.04.2018

016 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - კარიმ აბდულ ჯაბარი (ფერდინანდ ლუი ალსინდორი). ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (38 387 ქულა). მოხსნათა რაოდენობით ...

09:55 | 14.04.2018

014 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1934 – დაიბადა ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი.

10:15 | 13.04.2018

013 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 - დაიბადა რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი, ...

09:54 | 12.04.2018

012 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი).

09:06 | 11.04.2018

011 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948 – დაიბადა მარჩელო ლიპი. აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში გამოდიოდა “სავონაში,” “სამპდორიასა” და “პისტოეზეში”. ამპლუით ნახევარმცველმა და მცველმა საკლუბო დონეზე ჩაატარა 305 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ...

10:00 | 10.04.2018

010 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 - რობერტო კარლოსი (რობერტო კარლოს დეა სილვა). ბრაზილიის ნაკრების, “პალმეირასის,” მილანის “ინტერის,” მადრიდის “რეალისა” და “ფენერბახჩეს” მცველი. 14 წლამდე კარლოსი მოედნის შუაგულში თამაშობდა, მაგრამ ...

11:30 | 09.04.2018

09 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 - დაიბადა რობი ფაულერი. ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის, აგრეთვე ეროვნული ნაკრების, “ლიდსის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის”, “კარდიფისა” და “ბლექბერნ როვერსის” მოთამაშე. “ლივერპულთან” ერთად ...

09:55 | 05.04.2018

05 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - დაიბადა ვახტანგ იაგორაშვილი. ქართველი თანამედროვე ხუთჭიდელი. სეულის 1988 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (მეხუთე ადგილი გუნდურში).

09:23 | 04.04.2018

04 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1938 - დაიბადა ჯანო ბაგრატიონი. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). საკავშირო პირველობის სამგზის ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ბრინჯაოს (1963) მედლების მფლობელი. სპორტის საპატიო ოსტატი. 1969-73 ...

1.203455