| | |
|
13:30 | 24.08.2024 "იუვენტუსმა" ვესტონ მაკკენის კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამერიკელი ნახევარმცველის ხელშეკრულება 2025 წელს იწურებოდა და მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს.
| |
12:54 | 24.08.2024 "იუვენტუსში" შესაძლოა ფრანსისკო კონსეისაო გადავიდეს
„პორტუს“ შემტევი ნახევარმცველი ფრანსისკო კონსეისაო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.
|
|
12:20 | 24.08.2024 საუდის არაბეთის ნაკრების მცველი "რომაში"
„რომა“ საუდის არაბეთის ნაკრების და „ალ-ჰილალის“ მარჯვენა მცველს, საუდ აბდულჰამიდს დაიმატებს.
| |
11:05 | 24.08.2024 სერხი რობერტო სერია A-ში ითამაშებს
იტალიურმა „კომომ“ ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სერხი რობერტო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
|
|
10:28 | 24.08.2024 "ნაპოლიმ" "ჩელსისთან" ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
„ნაპოლიმ“ ლონდონის „ჩელსისთან“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე.
| |
20:15 | 23.08.2024 "იუვენტუსის" ნახევარმცველი იჯარით "ჯენოაში" გადავა
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს.
|
|
19:30 | 23.08.2024 ანტონიო კონტე: "ნერეშს შეუძლია, როგორც პოლიტანოს, ისე კვარას პოზიციაზე თამაში"
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია რთული პერიოდის დაძლევა. იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ნერეშზეც ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიმ“ ახლახან დაიმატა.
| |
17:58 | 23.08.2024 Football Insider: "ლივერპულს" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს
ინგლისური „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის შეძენასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ შეიძლება ამით არ დაკმაყოფილდეს და ხვიჩა კვარაცხელიაც გადაიბიროს.
|
|
17:25 | 23.08.2024 Tuttosport: "ტორინო" საზონოვის გაყიდვის ან იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღე რჩება, საბა საზონოვმა კი, ამ პერიოდში შეიძლება კლუბი შეიცვალოს.
| |
16:50 | 23.08.2024 Gazzetta Dello Sport: კვარაცხელია ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს და სურს, გოლი შვილისთვის გაიტანოს
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ივარჯიშა.
|