ფეხბურთი

0:34 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილის არაოფიციალური დებიუტი "ჰამბურგში"

„ჰამბურგში“ გიორგი გოჩოლეიშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა მცველმა „მალიორკასთან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გერმანული გუნდი 0:2 დამარცხდა.

„ჰამბურგმა“ ამ მატჩით მზადება დაასრულა, ახლა სეზონი იწყება, 16 აგვისტოს, გერმანიის თასზე „პირმასენსთან“ თამაშით, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 24 აგვისტოს, „გლადბახს“ ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს“ დონეცკის „შახტარიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096779