ფეხბურთი

0:08 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "სადებიუტო მატჩში გოლი ოცნების ახდენას ჰგავს"

„კადისის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ „ალბასეტესთან“ გამარჯვების (2:1) გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთში დებიუტი გოლით აღნიშნა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

„მადლობა შესაძლებლობისთვის. ვიცი, რომ გუნდში უფრო დიდხანს რომ ვყოფილიყავი, მწვრთნელი შანსს მომცემდა და დავამტკიცებდი, რომ ამ ლიგაში თამაში შემეძლო. ყველას მადლობა, ატმოსფერო შესანიშნავია. გოლი ოცნების ახდენა იყო. დაძინებამდე ამაზე ვოცნებობდი და შევძელი მისი განხორციელება“, - თქვა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, „კადისს“ 7 ქულა აქვს, მეხუთე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 7 სექტემბერს, გასვლაზე „სოსიედადის“ მეორე გუნდს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090321