ფეხბურთი

1:48 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ დაღლილი იყო"

სერია B-ს მეოთხე ტურში „ფროზინონე“ „სუდტიროლს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.

„ფროზონონე“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ მერე ორჯერ გაუშვა და მატჩი 2:2 დასრულდა. კვერნაძე 69-ე წუთზე შეცვალეს და მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალვინის ქართველის შეცვლის მიზეზი ჰკითხეს, რასაც შემდეგნაირად უპასუხა:

„კვერნაძემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი გაიღო დ ფლანგზე უჭირდა. ამიტომ, შეცვლა სწორი იყო“, - აღნიშნა ალვინიმ.

გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ფროზინონე“ 8 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 23 სექტემბერს, იტალიის თასზე „კალიარისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093112